აღმოჩენილია მაიას ცივილიზაციის უძველესი და უდიდესი ნაგებობა

ობიექტი სიგრძეში 1400 მეტრზე მეტია.

მექსიკის სამხრეთით აღმოჩენილია 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის გიგანტური წაგრძელებული ნაგებობა. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ის შეიძლება მაიას ცივილიზაციის აღმოჩენილ ნაგებობებს შორის ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი ძეგლი იყოს.

ობიექტი აგუადა ფენიქსი ტაბასკოს შტატში მდებარეობს, მექსიკის ყურის საზღვართან. ის იმდენად დიდია თავისი ასაკისთვის, რომ არქეოლოგებს მაიას არქიტექტურული შესაძლებლობების ჩარჩოების გადახედვა მოუწევთ.

აქამდე უძველეს ნაგებობად სეიბალში ცერემონიალური ცენტრი ითვლებოდა, რომელიც ძვ.წ. 950 წლით თარიღდება. აგუადა ფენიქსი აგებულია თითქმის იგივე პერიოდში – ძვ.წ. 1000-800 წლებში. მაგრამ მისი უზარმაზარი ზომები მას სრულიად განასხვავებს იმავე პერიოდის სხვა ობიექტებისგან.

კიდევ უფრო საოცარია ის არის, რომ ეს უზარმაზარი უცნობი სტრუქტურა პირდაპირ მექსიკელების თვალწინ იყო დამალული საუკუნეების მანძილზე.

ეს რეგიონი ძალიან განვითარებულია. ეს არ არის ჯუნგლები; აქ ადამიანები ცხოვრობენ. მაგრამ ეს უბანი არ იყო ცნობილი, რადგან ის უზარმაზარი და ბრტყელია. ის უბრალოდ ბუნებრივი ლანდშაფტივით გამოიყურება.

ნაგებობა თვითმფრინავიდან გადაღებული ფოტოთი აღმოაჩინეს. ეს მიწისზედა პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ლანდშაფტიდან 15 მეტრით არის ამაღლებული. ნაგებობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 1413 მეტრზეა გადაჭიმული, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით – 399 მეტრით.

პლატფორმა გარშემორტყმულია მრავალი უფრო მომცრო ნაგებობით. მისგან 9 განიერი დამბა იტოტება. ამ უბანს გარკვეული მსგავსება აქვს ოლმეკურ სან-ლორენსოსა და ლა-ვენტასთან, რომლებიც უახლოეს შტატ ვერაკრუსში მდებარეობენ. მაგრამ ოლმეკურისგან განსხვავებით, აქ არ არის ადამიანის ქანდაკება.

ოლმეკური ცენტრებისგან განსხვავებით, აგუადა ფენიქსში არ ჩანს მკვეთრად გამოხატული სოციალური უთანასწორობა – სკულპტურები, რომლებიც მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებს გამოსახავენ. ერთადერთი ქვის ქანდაკება, რომელიც აღმოჩენილია აგუადა ფენიქსში, ცხოველის გამოსახულებაა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ აღმოჩენამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს იმ ფაქტს თუ, როგორ ჩამოყალიბდა მაიას ეს უძველესი საზოგადოება, რომელმაც იერარქიული სტრუქტურები უგულვებელყო.

Leave a comment

Your email address will not be published.


*