აღმოჩენილია პირველი ამერიკელების უძველესი კვალი

სან–დიეგოს საბუნებისმეტყველო მუზეუმში დაცული უძველესი ძვლების ანალიზით, მეცნიერებმა დაასახელეს ამერიკის კონტინენტზე ადამიანის გამოჩენის ახალი თარიღი: 100 ათას წელზე უფრო ძველი, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

1992 წელს აღმოჩენილი ძვლების ანალიზი გააკეთეს სან–დიეგოს მუზეუმის ისტორიკოსებმა. კვლევის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა სენსაციური შედეგები გამოაქვეყნეს.

ურან–ტუვიის მეთოდის დახმარებით დადგინდა აღმოჩენის ასაკი – 130,7± 9,4 ათასი წელი. ძვლები ეკუთვნის მასტოდონტს. მათზე აღინიშნება მექანიკური დაზიანებები. მათ სიახლოვეს აღმოაჩინეს რამდენიმე დიდი ქვა, რომლებსაც “ჩაქუჩის” და “გრდემლის” ფუნქცია ჰქონდათ: მათი დახმარებით ვიღაც ძვლებს ამტვრევდა.

სწორედ ეს გახდა მთავარი გამოცანა: არსებობს ამერიკის კონტინენტის ადამიანებით დასახლების რამდენიმე თეორია. მაგრამ ყველა მათგანი გვიან პერიოდს მიეკუთვნება. თუ უძველესი მამონტის ძვლებს ადამიანი ამტვრევდა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის კონტინენტზე ადამიანი 100 ათასი წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

თუმცა, ძვლები შეიძლება სხვა რამესაც დაეზიანებინა: დაეღრღნათ მტაცებლებს, დაემტვრია დანალექ ქანებს და ა. შ. ქვები შეიძლება მოეტანა წყლის ნაკადს, ნაჭდევები გზადაგზა გაჩენილიყო.

ამის გასარკვევად მეცნიერებმა აქსპერიმენტი ჩაატარეს: მექანიკურად დააზიანეს სპილოების და ძროხების ძვლები. ექსპერიმენტის შედეგებმა ეჭვები გაფანტეს: ძვლები ზუსტად უძველესმა ადამიანებმა დააზიანეს ძვლის ტვინის გამოსაღებად ან უძველესი იარაღების დასამზადებლად.

ამრიგად, ამერიკის პირველი ბინადრები არა Homo sapiens–ია, რომლებმაც 50–90 ათასი წლის წინ მიგრაცია განიცადეს აფრიკიდან, არამედ ნეანდერტალელები, დენისელები ან სხვა სახეობის ადამიანები, რომლებიც გადაშენდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*