აღმოჩენილია ტუტანხამონის ახალი ნათესავი

არქეოლოგები ეგვიპტელი ფარაონების ჩახლართული ნათესაური კავშირების შესწავლას აგრძელებენ. ახალი კვლევების შედეგების თანახმად, ტუტანხამონის ძიძა მისი და იყო.

ჩანაწერები, რომლებიც მიუთითებენ ლეგენდარული “ყმაწვილი–ფარაონის” ზუსტ წარმომავლობას, არ არსებობს. ის ტახტზე 10 წლის ასაკიდან იჯდა და 19 წლის გარდაიცვალა. ეგვიპტოლოგებს რამდენიმე თეორია ჰქონდათ: მისი მამა შესაძლოა ყოფილიყო ფარაონი სმენხკარა, ფარაონ ეხნატონის ძმა ან შვილი (ესეც ზუსტად დადასტურებული არ არის). სხვა ვერსიის თანახმად, ტუტანხამონი ფარაონ ეხნატონის შვილია.

2cce3c77b080ec515c506ebb2985fc9d

მერიტატონის ფიგურა

ამ კვლევების საშუალებით მისი დედის მოძებნა გახდა შესაძლებელი: ის უცნობი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა, რომლის მუმია 1898 წელს მეფეთა ველზე აღმოაჩინეს და დარეგისტრირებულია KV35YL–ის სახელით (“YL” – ინგლისური Younger Lady – ნორჩი ქალბატონი). ზოგიერთი ვარაუდით იგი ტუტანხამონის დაც იყო, მაგრამ ეს დადასტურებული არ არის. ეგვიპტის სამეფო კარზე მიღებული ხშირი სისხლისაღრევის გამო ზუსტი გენეტიკური ხაზების დადგენა ძალიან რთულია.

1996 წელს საკარას ნეკროპოლში არქეოლოგმა ალენ ზივიემ აღმოაჩინა სამარხი, რომელიც მიეკუთვნებოდა ტუტანხამონის ძიძას – მაიას. მაგრამ ახლა ზივიემ განაცხადა ახალი შედეგების შესახებ, რომელმაც ეს დასკვნა ეჭვის ქვეშ დააყენა.

სენსაციური განცხადება გაკეთდა ტურისტებისთვის მაიას სამარხის გახსნის წინ. “სინამდვილეში მაია – ეს მერიტატონია. ის ეხნატონის და ნეფერტიტის ქალიშვილი იყო, ე. ი. ტუტანხამონის ღვიძლი და” – თვლის ეგვიპტოლოგი. მერიტატონის მუმია აღმოჩენილი არ არის. თავისი დასკვნები ზივიემ სამარხის კედლებზე გაკეთებული ნახატების ანალიზით გააკეთა. ერთ–ერთ გამოსახულებაზე მერიტატონი სამეფო ტახტზე ზის, ტუტანხამონი კი კალთაში უზის. ორივე ძველი ეგვიპტელის სახეს მკაფიო საგვარეულო ნაკვთები აქვთ.

ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზახი ჰავასის აზრით, მრავალწლიანი კვლევების მიუხედავად, არქეოლოგებმა დღეისთვის ძველი ეგვიპტის მემკვიდრეობის მხოლოდ მესამედი აქვთ აღმოჩენილი. ზოგიერთი მონაცემით, მერიტატონის ნაშთები შესაძლოა ტუტანხამონის სამარხის საიდუმლო ოთახში იყოს შენახული. ამ დროისთვის არქეოლოგები სამარხის გამოკვლევას ინფრაწითელი სკანირებით ახორციელებენ.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*