აღმოჩენილია უძველესი კონტინენტის ფრაგმენტი

ის კანადაში მდებარეობს.

კუნძულ ბაფინის მიწის კიმბერლიტური ქანების ნიმუშების შესწავლის დროს, მეცნიერებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს. ასეთი ქანები 150-400 კილომეტრის სიღრმეზე მილიონობით წლის წინ წარმოიშვნენ. დროთა განმავლობაში ისინი ზემოთ იწევენ და ხანდახან ალმასებს შეიცავენ. კვლევა სწორედ ალმასის საბადოების კუთხით მიდიოდა. მაგრამ ამის ნაცვლად, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა აქამდე უცნობი ჩრდილოატლანტიკური კრატონის ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

კრატონი – დედამიწის კონტინენტალური ქერქის სტაბილური უბნებია, რომელთა ასაკი მილიარდ წელზე მეტია. ზოგიერთი მათგანი არსებული კონტინენტური ფილების ცენტრებშია, ზოგი კი პლანეტაზე გაიშალა. კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური კრატონის კონტინენტური ფილა ფრაგმენტებად 150 მილიონი წლის წინ დაიშალა. ისინი შოტლანდიაში, გრენლანდიაში და ლაბრადორზეა აღმოჩენილი. სწორედ ასეთი ფრაგმენტის აღმოჩენა კანადაში გასაოცარი აღმოჩნდა: ამ ფაქტის საფუძველზე ჩრდილოატლანტიკური კრატონის ფართობი 10%-ით გაიზარდა.

მეცნიერთა აზრით, სწორედ ეს ფრაგმენტები გახდნენ “თავსატეხის დაკარგული ნაწილები”. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა სრული სურათი შექმნეს სიღრმისეული ნიმუშების საფუძველზე: დედამიწის ფილების ზომების და ადგილმდებარეობის წინ რეკონსტრუქციები 10 კილომეტრის სიღრმეზე დალექილი ქანების საფუძველზე კეთდებოდა.

ბაფინის მიწა კანადის კონტინენტურ ნაწილსა და გრენლანდიას შორის მდებარეობს. ეს დიდი არქტიკული სივრცეა, რომელიც 500 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, რის გამოც ის მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კუნძულია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*