აღმოჩენილია უძველესი ნიანგის ნამარხი

ჩრდილოეთ კაროლინაში აღმოაჩინეს უძველესი ნიანგის ნამარხი, რომელიც დაახლოებით 231 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. იგი განსხვავებით მისი თანამედროვე ნათესავებისა, დადიოდა უკანა ბეხებით და ვარაუდობენ, რომ ის იყო პირველი მტაცებელი დინოზავრი.

ეს უსწრაფესი რეპტილია სიმაღლეში დაახლოებით 1,5 მეტრი იყო, ხოლო სიგრძეში 3 მეტრს აღემატებოდა. ჰქონდა გაცილებით გრძელი თავის ქალა, ვიდრე მის თანამედროვეებს და დანასავით ბასრი კბილები.

“უკიდურესი ტერორი”, ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეონთოლოგი ლინდსი ზანო, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას და მან ეს კვლევები გამოაქვეყნა ჟურნალ “სამეცნიერო ანგარიშებში”.

ამ მხეცის სახელია Carnufex carolinensis, რაც ნიშნავს “კაროლინელი ჯალათი”. ეს იყო ყველაზე უძველესი ნიანგი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა მისი თანამედროვე ნათესავებისგან. კერძოდ, იგი არ იყო წყლის ბინადარი და არც ოთხფეხა ცხოველი. იგი გადაადგილდებოდა ორი ფეხით და ცხოვრობდა თბილ ეკვატორულ რეგიონში, დღევანდელი ჩრდილოეთ კაროლინას, აშშ–ს ტერიტორიაზე.

კორნუფექსი არის ერთ–ერთი ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენელი ქვეწარმავლებისა, რომლებიც Crocodylomorphs ოჯახს განეკუთვნებიან, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახეობის ნიანგს, რომელთაგან ბევრი მათგანი ჩვენთვის უცნობია.

“როგორც ერთ–ერთი უძველესი ნიანგი, კარნუფექსი ცხოვრობდა თავის მონათესავეებისგან მოშორებით. ის იყო სწრაფი, ხმელეთის მტაცებელი, რომელიც ნადირობდა მხოლოდ ხმელეთზე”. ამბობს ზანო.

ლინდსი ზანო ამბობს, რომ კარნუფექსის აღმოჩენა ხაზს უსვავს იმ მოსაზრებას, რომ ასეთი ნიანგები და მათი ბიძაშვილები წარმოიშვნენ ჩრდილოეთ ამერიკაში.

კვლევებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ დინოზავრების წარმომავლობა, სწორედ ნიანგებიდან და მათი ნათესავებიდან მოდის.

მომზადებულია www.reuters.com–ის მიხედვით

Leave a comment

Your email address will not be published.


*