აღმოჩენილია ჩაძირული ძველი რომაული “კეტჩუპი”

იტალიელმა არქეოლოგებმა ჩაძირული რომაული გემი აღმოაჩინეს, რომელზეც დატვირთული იყო უძველესი რომაული “კეტჩუპის” ათასობით თიხის ჭურჭელი. ამ არომატულ დელიკატესს მასობრივად აწარმოებდნენ განსაკუთრებით ესპანეთი და პორტუგალია.

გემი დაახლstorymaker-roman-ship-live-tank-photos-1106030-514x268ოებით 198 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა. იგი დაახლოებით 29 მეტრის სიგრძეა და მიეკუთვნება ახ. წ. I-II საუკუნეებს.

ჭურჭელი ამჟამად ზღვის ფსკერზეა და მასში თევზების თავშესაფარია.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ გემს გადაჰქონდა დაახლოებით 2000–დან 3000–მდე ამფორა ან თიხის ჭურჭელი” – განუცხადა Discovery News–ს წყალქვეშა არქეოლოგიის ტექნიკურმა კოორდინატორმა და ჯგუფის ხელმძღვანელმა ლუკა ტრიგონამ.

ძველი რომაელები “კეტჩუპს” ამზადებდნენ მოხარშული თევზისგან, რომელსაც მარილწყალში ხარშავდნენ. მას გამორჩეულად ტკბილი და მომჟავო გემო ჰქონდა და გამოიყენებოდა თითქმის ყველა კერძისთვის.

ხმელთაშუა ზღვაში ნაპოვნ ხუთ ჩაძირულ რომაულ გემს შორის ეს გემი უძველესია და მისი ასაკი დაახლოებით 2000 წელია.

discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*