აღმოჩენილია ჩვენი გალაქტიკის ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი ვარსკვლავი

მთელს ირმის ნახტომში მხოლოდ რამდენიმე მსგავსი ობიექტია.

ლესტერის და ბონის უნივერსიტეტების მკვლევარებმა გამოთვალეს უჩვეულო ვარსკვლავი J005311. ობიექტი კასიოპეას თანავარსკვლავედში, დაახლოებით 10 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს დედამიწიდან. ეს კაშკაშა ვარსკვლავია გაზისებრი ნისლეულის შიგნით, რომელიც მხოლოდ ინფრაწითელ დიაპაზონში ასხივებს.

ნისლეულის და ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრის გაანალიზებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი მზეზე 40 000–ჯერ უფრო კაშკაშაა. ამასთან, იგი საოცრად მძლავრ ვარსკვლავურ ქარს ქმნის, რომლის სიჩქარე წამში 16 000 კილომეტრია. ყველაზე მძლავრი ვარსკვლავური ქარების სიჩქარე, რომლებსაც მსხვილი ცხელი ვარსკვლავები ქმნიან 2000 კილომეტრია წამში.

J005311–ის უჩვეულობა იმით აიხსნება, რომ იგი დიდი ხნის წინ ჩამქრალი ორი ვარსკვლავის კვლავ აკაშკაშების და შერწყმით წარმოიშვა.

ეს ვარსკვლავები თავდაპირველად ძალიან გავდნენ მზეს. შემდეგ პატარა, ცივ ჯუჯებად გადაიქცნენ, რომლებმაც მთელი “საწვავი” ამოწურეს. შემდეგ, ისინი ერთ თეთრ ჯუჯად შეერთდნენ, რომელმაც საკმარისი მასა დააგროვა, რომ კვლავ ანთებულიყო და საწვავად უფრო მძიმე ელემენტები გამოიყენა. რაც შეეხება უკიდურეს სწრაფ ქარებს, ეს აიხსნება ჯუჯა ვარსკვლავების ძლიერი, მბრუნავი მაგნიტური ველებით.

J005311–ს მსგავსი ობიექტები ძალიან დიდი იშვიათობაა: ირმის ნახტომში მსგავსი მხოლოდ 6–ია. ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ის დიდხანს ვერ იარსებებს: ყველა დარჩენილ ელემენტს იგი რკინად გადააქცევს, ის ზეახლად გადაიქცევა და თავის შემდეგ ნეიტრონულ ვარსკვლავს დატოვებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*