აღმოჩენილია ხეოფსის პირამიდის დაკარგული რელიქვია

რელიქვია თუნუქის ჰიუმიდორში იპოვეს შოტლანდიაში. შესაძლოა, არტეფაქტების შესანახად ეს ყველაზე ხელსაყრელი ადგილია.

1872 წელს ინჟინერმა უეინმან დიქსონმა ხეოფსის პირამიდაში, “დედოფლის კამერაში” გრანიტის სფერო, ბრინჯაოს კაუჭი და კედრის ხის ფრაგმენტი აღმოაჩინა. ეს არტეფაქტები ცნობილები გახდნენ “დიქსონის რელიქვიის” სახელით. დღეს ორი მათგანი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, ხოლო კედრის ნატეხი 70 წელზე მეტია დაკარგულად ითვლებოდა.

2001 წელს იპოვეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ კედრის ფრაგმენტი შოტლანდიის, აბერდინის უნივერსიტეტს აჩუქეს, თუმცა არტეფაქტის პოვნა ვერ მოხერხდა. გასული წლის ბოლოს უნივერსიტეტის მუზეუმის კურატორის თანაშემწემ აბირ ელადანიმ შემთხვევით სიგარების შესანახ ყუთს (ჰიუმიდორს) წააწყდა, რომელშიც დაკარგული არტეფაქტი იდო.

აბირ ელადანი წარმოშობით ეგვიპტელია და ის სამშობლოში არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობდა. ის აღმოჩენის მნიშვნელობას მიხვდა.

ფრაგმენტი, რომელიც თავიდან 13 სანტიმეტრი სიგრძის იყო, ახლა 5 ნაწილისგან შედგებოდა. კორონავირუსის პანდემიამ მეცნიერებს ხელი შეუშალა იდენტიფიკაციის საქმეში. მაგრამ, ახლა მათ დაადასტურეს, რომ ფრაგმენტები “დიქსონის რელიქვიის” ნაწილებია.

რადიონახშირბადის დათარიღების შედეგებმა აჩვენეს, რომ ხის მასალა ძვ.წ. 3341-3094 წლებს მიეკუთვნება. ეს პირამიდების მშენებლობამდე გაცილებით ადრეული პერიოდია. ეს ამტკიცებს თეორიას, რომ საგნები პირამიდაში მშენებლებმა დატოვეს.

მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ეს აღმოჩენა “დიქსონის რელიქვიების” მიმართ ინტერესს გაზრდის და დიდი პირამიდის საიდუმლოს ნათელს მოჰფენს.

დიდი პირამიდის არქიტექტორად ჰემიუნი ითვლება. ის ხეოფსის ძმისშვილი და ვეზირი იყო. ვარაუდობენ, რომ 20 წლიანი მშენებლობა (ხეოფსის მმართველობის ხანა) ძვ.წ. 2540 წელს დასრულდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*