აღმოჩენილია 1000 წლის სიმინდის ტაროები

Storage-Pit-Mitchell-Site

ადრიან ჰანუსი

ავგუსტანას კოლეჯისა და ექსეტერის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მიტჩელში, სამხრეთ დაკოტაში, ტბასთან ახლოს ძველი ინდიელების სოფელში აღმოაჩინეს 1000 წლის სიმინდისა და მზესუმზირის ტაროები.

“ეს სოფელი არ არის პრეისტორიული კულტურული წარმოშობის, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი, სადაც უნდა გავიგოთ თუ რას აკეთებდნენ აქ”. – განაცხადა პროფესორმა ადრიან ჰანუსმა.

“კარგად ჩანს, რომ ტაროებზე შემორჩენილია ბევრი დიდი და ბევრი პატარა მარცვალი, სავარაუდოდ მას ან ხარშავდნენ ან წვავდნენ”. – დასძინა ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან ოუტრამმა.

ორმოები, სადაც შენახული იყო სიმინდის თესლი და ტაროები, ნაგვით, ნაცრით და თიხით იყო დაფარული.

archaeology.org-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*