აშშ–ში მასიურად იღუპებიან თეთრთავა არწივები

ამერიკის შეერთებული შტატების შტატ მერილენდში იპოვეს 13 მკვდარი თეთრთავა არწივი. წინასწარი ვერსიით ისინი მოიწამლენ.

აღმოსავლეთ მერილენდში, ამერიკის გარემოსდაცვის თანამშრომლები 13 მკვდარი თეთრთავა არწივის სიკვდილის მიზეზებს იკვლევენ.

თეთრთავა არწივი (Haliaeetus leucocephalus) არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ფრინველი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. 1782 წელს ის ოფიციალურად აღიარეს, როგორც აშშ–ს ეროვნული ფრინველი. მისი გამოსახულება ისახებოდა იარაღზე, საპრეზიდენტო სტანდარტებზე, ფულზე და სხვა მრავალ სახელმწიფო ატრიბუტზე. XX საუკუნეში თეთრთავა არწივების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი კი მისი მასობრივი ხოცვა იყო ადამიანებისგან. შემდეგ კი მიიღეს კანონი მისი მოკვლის აკრძალვის შესახებ და მათი გადაშენების საფრთხე მოიხსნა.

მერილენდში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში არწივთა დაღუპვის შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს უკვე მასიურ ტრაგედიად იქცა. ერთ–ერთი მიზეზი ფერმერების მიერ ინსეკტიციდებით შეწამვლაა, რათა ნათესებს მწერები და მავნე პარაზიტები არ შეესიონ. ცხოველი კი რომელიც შეწამლულ ადგილას გაივლის იწამლება. არწივი კი ხშირ შემთხვევაში მოწამლულ მსხვერპლს ჭამს.

თეთრთავა არწივების სიკვდილის მიზეზის დადგენაში დასახმარებლად ჯილდოდ 10 000 დოლარი გამოცხადდა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*