ახალი გასაოცარი აღმოჩენა მაიას ცივილიზაციაზე

მაიას კულტურას მეცნიერები თითქმის ორი საუკუნეა სწავლობენ. ძველი ცივილიზაცია კი მათ ახალ–ახალი საიდუმლოებებით აოცებს.

კონკისტადორებმა, რომლებიც ცენტრალურ ამერიკაში XVI საუკუნეში გამოჩნდნენ, მაიას კულტურა გაანადგურეს. მხოლოდ XIX საუკუნეში მიიპყრეს ძველმა ნანგრევებმა მეცნიერების ყურადღება. ამას შემდეგ შეძლეს მათ მრავალი აღმოჩენის გაკეთება, ცივილიზაციის ქრონოლოგიის შედგენა, აღწერეს ყოველდღიური ცხოვრება, რიტუალები და მაიას სხვა მნიშვნელოვანი ტრადიციები. თუმცა, მთლიანი სურათის სწორად შედგენა მაინც ვერ მოხერხდა: ეს ერთხელ კიდევ აჩვენა ახლახანს გაკეთებულმა ახალმა აღმოჩენამ.

სამუშაოები ჩაატარეს პროექტ El Tintal Archaeological–ის სპეციალისტებმა. მაიაზე ახალი მონაცემების ძიებისას მათ თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს, კერძოდ ლიდარი – ოპტიკური დიაპაზონის აქტიური ხელსაწყო, რომელიც სივრცის ორ და სამ განზომილებიან სურათს ქმნის. მისი მოქმედება რადარს ჰგავს, მაგრამ რადიოტალღებტან ერთად ის სინათლის სხივებსაც გამოსცემს. ისინი გადიან ხეებში, მაგრამ აისხლიტებიან მყარი ზედაპირიდან – ქვებიდან და კედლებიდან. ამით შესაძლებელი ხდება იმ ნანგრევების აღმოჩენა, რომლებიც საუკუნეებია ჯუნგლებით არის დაფარული.

18 არქეოლოგმა 2000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია შეისწავლეს იუკატანის ნახევარკუნძულზე. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა: აღმოაჩინეს 61 480 სხვადასხვა კონსტრუქცია – სიმინდის ფერმები, არხები, დამბები, დიდი და პატარა სახლები, მოედნები და სხვა ობიექტები, რომლებიც ასობით კილომეტრის გზებით არის დაკავშირებული.

დასავლეთის ხაზზე თავდაცვითი ნაგებობები იყო. მაია ყოველთვის მზად იყო შეტევისთვის.

მკვლევარების შეფასებით 550–830 წლების პერიოდში 1 კვადრატულ კილომეტრზე 80–120 ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, მთელ ტერიტორიაზე, რომელიც მაიას ეკუთვნოდა, 7–დან 11 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. ეს აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ვერაფრით ხსნიდნენ ამდენი ადამიანისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არ არსებობას. ახალი კვლევები აჩვენებენ, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა არსებობდა და თანაც იმაზე ფართო, ვიდრე მეცნიერები წარმოიდგენდნენ.

კვლევების წამყვანი ავტორი, არქეოლოგი მარჩელო კანუტო ამბობს: “ყველამ ტავი დამცირებულად ვიგრძენით. ეს მიწა სულაც არ არის terra incognita – ჩვენ ამ სფეროში წლები ვმუშაობდით, უამრავი რამ შევისწავლეთ და უცბათ მივხვდით: ასეთი რამ როგორ გამოგვრჩა?” ის თავს და კოლეგებს იმ ახლომხედველ ადამიანს ადარებს, რომელმაც სათვალე გაიკეთა და დაინახა, რომ სამყარო ისეთი არ არის, როგორსაც ის იყო მიჩვეული.

ეს გასაკვირი სულაც არ არის: მეცნიერებმა ხშირი, გაუვალი ტყის ნაცვლად, ბოლოს და ბოლოს, დაინახეს ათასობით შენობა–ნაგებობა უძველესი დასახლების ადგილას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*