ახალი კუნძული წყნარ ოკეანეში: პირველი კვლევები

ვულკანური აქტივობის შედეგად, მსოფლიო ოკეანეში მუდმივად წარმოიშობიან ხმელეთის ახალი უბნები. ხშირად ისინი ისევ ქრებიან, მაგრამ ტონგასთან წარმოქმნილი კუნძული განსხვავებული აღმოჩნდა.

2014 წლის დეკემბერში წყალქვეშა ვულკანის ჰუნგა–ტონგას ამოფრქვევა დაიწყო. ამის შედეგად, ტონგასგან ჩრდილო–დასავლეთით 45 კილომეტრში პატარა კუნძული გაჩნდა. მისი მსგავსი კუნძულებივით, ისიც შლაკისგან შედგება.

ბოლო 150 წლის განმავლობაში მხოლოდ სამმა ახალმა ვულკანურმა კუნძულმა გაძლო სამ თვეზე მეტ ხანს (ერთ–ერთი ისლანდიაშია). ახლა მეცნიერებს თანამგზავრებით დაკვირვება შეუძლიათ. ამიტომ, მეცნიერები განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ წყნარი ოკეანის ახალ წარმონაქმნს. 200 ჰექტარი ფართობის მქონე ხმელეთის ეს უბანი 3 წლის შემდეგაც ადგილზე რჩებოდა. მას არაოფიციალური სახელიც კი მიანიჭეს ჰუნგა–ტონგა–ჰუნგა ჰააპაი.

გასული წლის ბოლოს NASA–ს ჯგუფი კუნძულზე გადავიდა. სპეციალისტებმა კვლევა დაიწყეს. თანამგზავრის გამოსახულებები რელიეფის ზუსტად შეფასების საშუალებას არ იძლევიან: ის უფრო მეტად ამოწეული აღმოჩნდა, ვიდრე ფოტოებზე ჩანდა. უფრო მეტიც, ტერიტორია უსიცოცხლო არ აღმოჩნდა: ზღვის ფრინველებმა, რომლებიც აქ იბუდებდნენ მცენარეების თესლები მოიტანეს.

ამის მიუხედავად ეროზია, ნალექები და სხვა ბუნებრივი მოვლენები კუნძულს დიდხანს არსებობის საშუალებას არ მისცემენ: უკვე შესამჩნევია, როგორ ფარავს წყალი სამხრეთ სანაპიროს. მეცნიერებმა ქანების ნიმუშების მიხედვით ხმელეთის არსებობის ხანგრძლივობა ივარაუდეს – 6–დან 30 წლამდე. ამას გარდა, სეგროვილი ინფორმაცია ხელს შეუწყობს თანამგზავრების ფოტოების რეალობასთან მიახლოებული მოდელის ნშექმნას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*