ახალი მონაცემები პლუტონიდან

ტელესკოპ ჰაბლის ახალი მონაცემებით, პლუტონის ორი თანამგზავრი, ნიქსი და ჰიდრა, გამუდმებით არაპროგნოზირებადად ქანაობენ თავიანთ ორბიტაზე, ჯუჯა პლpluto-moon-759ანეტის გარშემო.

როგორც NASA განმარტავს: ისინი იმიტომ ქანაობენ, რომ ჩართულნი არიან გრავიტაციულ ველში, რომელიც მუდმივად იცვლება. ეს ცვლილება იქმნება იმიტომ, რომ ორმაგი პლანეტის სისტემა, პლუტონი და ქარონი ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო. მათ ორმაგ სისტემას ეძახიან, რადგანაც მათი საერთო სიმძიმის ცენტრი მდებარეობს სივრცეში, უწყებებს შორის. მათი ცვალებადი გრავიტაციული ველიიწვევს პატარა მთვარეების უწესრიგო მოძრაობას. მეცნიერთა აზრით, პლუტონის სხვა ორი ბუნებრივი თანამგზავრი, კერბეროსი და სტიქსი მსგავს სიტუაციაში იქნებიან. 15-111c

მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ პლუტონის თანამგზავრი კერბეროსი მუქი ნახშირისფერია, ხოლო სტიქსი ნათელი ქვიშისფერი. NASA–ს ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ივლისში ჯუჯა პლანეტის მრავალ საიდუმლოს ფარდა აეხდება.

discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*