ახალი სუპერტელესკოპის მეორე აღმოჩენა: პლანეტა, რომელიც დედამიწის მსგავსია

2018 წლის აპრილში გაშვებულმა ტელესკოპმა TESS-მა ახალი ეკზოპლანეტა აღმოაჩინა.

დედამიწიდან 52 სინათლის წლის დაშორებით, ბადის თანავარსკვლავედში ვარსკვლავ HD 21749–ის გარშემო ბრუნავს ეკზოპლანეტა HD21749c. მისი ზომები დედამიწის ზომების მსგავსია. ვარსკვლავის გარშემო ბრუნვას იგი 7,8 დღეს ანდომებს. ზედაპირზე ტემპერატურა +425 გრადუსია ცელსიუსით.

HD21749c – TESS-ის მისიის მიმდინარეობისას აღმოჩენილი მეორე პლანეტაა. პირველი, დედამიწიდან 60 სინათლის წლის მანძილით დაშორებულ სისტემაშია.

ტელესკოპმა TESS-მა 2009 წელს გაშვებული კოსმოსური ობსერტვატორია “კეპლერი” ჩაანაცვლა. “კეპლერმა” 2000–ზე მეტი ეკზოპლანეტა და 2165 ორმაგი ვარსკვლავი აღმოაჩინა.

TESS–ი ეკზოპლანეტებს ტრანზიტული ფოტომეტრიის მეთოდით ეძებს დედამიწიდან ყველა მიმართულებით. ძიების უბანი 26 სეგმენტისგან შედგება. თითოეულ მათგანს კამერები 27 დღე დააკვირდებიან.

TESS-ის მიერ აღმოჩენილ ეკზოპლანეტებს შემდგომი მისიების მსვლელობისას შეისწავლიან. კერძოდ, მათ ანალიზს “ჯეიმს უები” – მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი განაგრძობს. მისი გაშვება შემდეგ ათწლეულშია დაგეგმილი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*