ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

1. ავღანეთში ახალ წელს (ნავრუზი) გაზაფხულზე აღნიშნავენ. ტრადიციულად ნავრუზის დღესასწაული აღინიშნება ორი კვირის განმავლობაში.

დიდი დღე მზადდება, როგორც წესი ჩაჩარშანბე–სურის შემდეგ, წლის უკანასკნელ სამსაბათს. ეს არის ზალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ავღანური ოჯახებისთვის: ტარდება სხვადასხვა რიტუალები, მათ შორის, რიტუალური ცეკვები, იმართება პიკნიკები სხვადასხვა ადგილებში და მიირთმევენ ტრადიციულ ავღანურ კერძებს.

2. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში ავსტრალიაშიც ახალი წელი დიდი პომპეზურობით აღინიშნება. ზეიმი იწყება 31 დეკემბერს და გრძელდება 6 იანვრამდე.

ავსტრალიაში ახალი წელი არის სახალხო დღესასწაული, ადამიანები იკრიბებიან თავიანთ ახლობლებთან და ერთად აღნიშნავენ. ხშირად ხალხი მიდის პიკნიკის მოსაწყობად, სერფინგისთვის, კემპინგისთვის და წყლის სხვადასხვა სპორტის სახეობებით ატარებენ დროს.

3. ახალი წელი გრანდიოზული მასშტაბით აღინიშნება მთელ კანადაში. ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ტორონტო და მონრეალი, დღესასწაული ღია ცის ქვეშ აღინიშნება, სწრაფი მუსიკისა და ცეკვების თანხლებით. იდგმევა დიდი მონიტორი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.

4. საფრანგეთში ახალი წლის პოპულარული სახელწოდებაა “R? eveillon”. ადრე ფრანგები ახალ წელს მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში აღნიშნავდნენ. 1582 წლიდან, როდესაც ქვეყანაში დაინერგა გრიგორიანული კალენდარი, ახალი წლის დროც შეიცვალა. დღეს, ისევე როგორც სხვაგან, საფრანგეთშიც ახალი წელი 1 იანვარს დგება.

5. გერმანიაშიც ახალი წელი პომპეზურად აღინიშნება. მხიარულება და ზეიმი ერთი დღით ადრე იწყება, რომელსაც “სილვესტერი” ეწოდება, რადგან 31 დეკემბერს არის წმინდა სილვესტერის დღესასწაული. წმინდა სილვესტერი იყო პაპი, რომელიც IV საუკუნეში მოღვაწეობდა.

6. თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, სად უჩინარდებიან ახალ წელს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მონიკა ბელუჩი, ნიკოლას კეიჯი, ჯონ ბონ ჯოვი და ვინ დიზელი, ყოველი წლის 31 დეკემბერს მათი ხილვა შესაძლებელია სამშობლოში – იტალიაში. მართლაც, ახალ წელს იტალიაში რომანტიკულად აღნიშნავენ.

7. დიდი დღესასწაულია ახალი წელი იაპონიაშიც. იაპონიაც გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 1 იანვარს ზეიმობს ახალ წელს, 1873 წლიდან. მანამდე კი იაპონელები ახალ წელს ჩინური კალენდრით გაზაფხულზე აღნიშნავდნენ,

8. თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო საახალწლო არდადეგებს, მაშინ ჩაალაგეთ ჩემოდნები და გაემგზავრეთ წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე საოცარ კუნძულ – ახალ ზელანდიაში. ამ საოცარი ქვეყნის ულამაზესი პეიზაჟები და გამწვანებული ბუნება მოგზაურისთვის ნამდვილი სამოთხეა.

9. სინგაპური ახალი წლის დღეებში ნამდვილად კულტურის და წეს–ჩვეულებების ცენტრია. სინგაპურში სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, ახალი წელი ჩინური ტრადიციებით აღინიშნება. ეს დღესასწაული ასევე ცნობილია, როგორც “ჩუნ ჯიე”. ამ ქვეყანაში, მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წელი 15 დღის განმავლობაში გრძელდება.

10. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, დიდ ბრიტანეთშიც 1 იანვარს დგება წლის პირველი დღე. გაერთიანებულ სამეფოში და მთელ მის კოლონიებშიც ეს დღე 1752 წელს გამოცხადდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*