ახალმა ალგორითმმა შეძლო ლეონარდო და ვინჩის სურათის ქვეშ დამალული ნახატის გამჟღავნება

ახალი ალგორითმით მოხერხდა ფარული გამოსახულების ყველაზე მკაფიო ვიზუალიზაციის მიღება, რომელიც ცნობილი ნახატის, “მადონა მღვიმეში”-ს ქვეშ იყო დაფარული.

სურათის კვალი, რომლის ზემოდანაც დახატულია ლეონარდო და ვინჩის “მადონა მღვიმეში”, ჯერ კიდევ 2005 წელს აღმოაჩინეს. ახალმა პროექტმა უკეთ შეძლო დამალული ნახატის გარკვევა.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის პროფესორმა პიერლუიჯი დრაგოტიმ და ნაციონალური გალერეის დოქტორმა კეტრინ პიგიტმა, თავიანთ სამუშაოში ახალი ალგორითმი და მიკრო-რენტგენული ფლუორესცენტიული სკანირების (MA-XRF) მეთოდი გამოიყენეს. ის ნახატებში ქიმიურ ელემენტებს ამჟღავნებს. მეცნიერებმა ნახატში თუთია აღმოაჩინეს. ამით მათ აქამდე შეუმჩნეველი დეტალები აღმოაჩინეს.

მკვლევარები აღნიშნავდნენ, რომ ეს მეთოდი სხვა ნახატების შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ და უამრავი დაფარული ინფორმაცია მიიღონ.

ლეონარდოს ამ ნახატის პრაქტიკულად ორი იდენტური ვერსია არსებობს. პირველი მხატვარმა 1483-1486 წლებში დახატა (ან უფრო ადრე). ის ლუვრში ინახება. მეორე – ლეონარდო და ვინჩიმ მოგვიანებით, მაგრამ 1508 წლამდე დახატა. ის მილანის სან ფრანჩესკო გრანდეს ტაძრის კაპელისთვის არის შექმნილი. XVIII საუკუნეში ტაძარმა ნახატი მხატვარ ჰევინ ჰამილტონს მიჰყიდა, რომელმაც ის ინგლისში ჩამოიტანა. XIX საუკუნიდან ნახატის ეს მეორე ვერსია ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება.

ახალი მეთოდის დახმარებით, მკვეთრად ჩანს ჩანახატები – კერძოდ, ანგელოზის და ბავშვის გამოსახულება.

7c9088e6927f4d15b74debcd1d9ab360.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*