ახალ ზელანდიაში წყალქვეშა მტკნარი წყლის მარაგებია აღმოჩენილი

“მტკნარი წყლის” ნაკრძალი ღრმად, ზღვის ფსკერის ქვეშ მდებარეობს.

მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგები ახალი ზელანდიის სამხრეთ სანაპიროსთან აღმოაჩინეს. სეისმოლოგიური მეთოდების და ელექტრომაგნიტური ტალღების სკანირების კომბინაციით, მეცნიერებმა ზღვის ფსკერის ქვეშ წყალმტევი ჰორიზონტის სამგანზომილებიანი რუკა შეადგინეს.

ზუსტი მოცულობა ჯერ გამოთვლილი არ არის, მაგრამ ვარაუდით ეს 2000 კუბური კილომეტრი მტკნარი წყალია – ეს ზომით ესადაგება 800 მილიონ ოლიმპიურ აუზს და ონტარიოს ტბაზე დიდია.

ზღვის წყალმტევი ჰორიზონტები მთელ მსოფლიოში გვხვდება, მაგრამ ძალიან გავრცელებული არ არიან. დღესდღეობით, მტკნარი წყლის მარაგები ბოლო სამი გამყინვარების პერიოდის მანძილზე დაგროვდა.

აღმოჩენა შემთხვევით არ გაკეთებულა: საპორტო ქალაქ ტიმარუს აკვატორიაში 2012 წელს გაკეთებულმა სინჯებმა აჩვენა, რომ წყალში მარილის კონცენტრაცია მოსალოდნელზე ნაკლები იყო. 2017 წელს მიზანმიმართული ძიება დაიწყო, რომელიც წარმატებით დასრულდა.

წყალმტევი ჰორიზონტი ზღვის ფსკერიდან საოცრად ახლოს აღმოჩნდა: ის სულ 20 კილომეტრზეა ზღვის ფსკერის ქვეშ. ეს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობაა: კენტერბერის რეგიონი უწყლობით იტანჯება. უზარმაზარი რეზერვუარი გვალვებთან ბრძოლაში დაეხმარება და კლიმატის ცვლილების შედეგებს შეარბილებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*