ბაგრატიონების გასახლება

copy-of-p1040351

დედოფალი მარიამი

რუსეთის იმპერატორი ვარაუდობდა, რომ საქართველოს დაპყრობა გაუძნელდებოდა, თუკი ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები საქართველოში დარჩებოდნენ. მისი აზრით, ეს შეიცავდა საფრთხეს, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში ბაგრატიონი უფლისწულები ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგებოდნენ სათავეში და ამით ძლიერ შეაფერხებდნენ რუსეთის კავკასიაში დამკვიდრების პროცესს. სანკტ–პეტერბურგის ზამთრის სასახლიდან საქართველოს ახალი რუსული ადმინისტრაციისაგან მკაცრად მოითხოვდნენ დაპირებებით, დიდი ფულადი პენსიებით, სხვადასხვა პრივილეგიებით უზრუნველეყოთ ბაგრატიონი უფლისწულებისა და მათი ოჯახის წევრების რუსეთში ან ნებაყოფლობით, ან ძალის გამოყენებით გადასახლება.

Darejan,_wife_of_Erekle_II_of_Georgia_(18th_century)

დარეჯან დედოფალი

პირველ რიგში საკითხი დადგა დარეჯან და მარიამ დედოფლების გასახლებაზე. დარეჯანი მძიმე ავადმყოფი იყო, ხოლო მარიამი, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი, სამშობლოდან წასვლაზე არ დათანხმდა. მაშინ გენერალმა ლაზარევმა სახლიდან ავადმყოფი დედოფლის ძალით გამოყვანა მოინდომა. დედოფალთან მისი მცირეწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. როცა ლაზარევმა უხეშად დაარღვია ღვთითკურთხეული პერსონის სამეფო ღირსება და ხელი შეახო ქართლის დედოფალს, ის, ხანჯლით განგმირული, მის ფეხებთან დაეცა. დედოფალმა განაცხადა, რომ უღირსი გენერალი მან თვითონ განგმირა. დედოფალი მარიამი რუსეთის ერთ–ერთ მონასტერში გამოკეტეს.

რუსეთში ძალით გაასახლეს სამეფო ოჯახის ერთი ნაწილი. ბევრი ბატონიშვილი დაიფანტა – ზოგი ირანში, ზოგი იმერეთში, ზოგიც მთაში გაიქცა და ანტირუსულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*