ბაზილიკა ტბის ფსკერზე წყალქვეშა მუზეუმად იქცა

უნიკალური ძველი ბაზOTMwMTQ4OT-iznik-golunun-altinda-1500-yillik-tarihi-kilise-bulunduილიკა, რომელიც შარშან თურქეთში, ბურსას პროვინციაში, კარტოგრაფიული კვლევის დროს იზნიქის ტბის ფსკერზე შემთხვევით აღმოაჩინეს, ორი წლის შემდეგ წყალქვეშა მუზეუმად იქცევა. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ უკვე მოიწონა ეს პროექტი.

როჯებ ალტემე, ბურსას პროვინციის გუბერნატორი: “ჩვენი მიზანია ამ ადგილის ნახვა ყოველ მსურველს შეეძლოს. შეიქმნება მინისიატაკიანი გალერეა. ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმის მნახველები ისტორიაში ჩაიძირონ. იგრძნონ გასულ დღეთა სუნთქვა. ეს იქნება პატარა კუნძული ტბაში”. ბაზილიკის ასაკი დაახლოებით 1600 წელია. კვლევებით დადგინდა, რომ ის წმინდა ნეოფიტ ნიკეელის სახელზე აუგიათ. 16 წლის ნეოფიტე ქრისტიანული სარწმუნოებისთვის რომაელმა ჯარისკაცებმა წამებით მოკლეს 303 წელს.

ძველ ბაზილიკას ვერტმფრენიდან ტბის ფოტოგადაღებისას მიაკვლიეს. როგორც ჩანს, შენობა წყალქვეშ 740 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ აღმოჩნდა. აშშ–ის არქეოლოგიის ინსტიტუტმა ამ აღმოჩენას წლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა უწოდა.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*