ბაიკალზე უჩვეულო ყინულის ფეხიანი “ძენ-ქვებია”. ამ ფენომენს ახსნა მოუძებნეს

მეცნიერებმა ახსნეს, როგორ ჩნდებიან ასეთი უჩვეულო ობიექტები.

CNRS-ის და ლიონის კლოდ ბერნარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა “ძენ-ქვების” ფენომენი ახსნეს. ისინი ერთგვარი ყინულის პედესტალზე გაყინული ტბების ზედაპირზე ჩნდებიან – კერძოდ, ბაიკალის ტბაზე. ეს სახელი მათ იაპონურ ბაღში დაწყობილი ქვების მიხედვით დაარქვეს. ისინი ტბაში ძლიერი ქარის შედეგად ხვდებიან.

ეს სტრუქტურები სუბლიმაციის მოვლენის შედეგია, რაც სხეულს აიძულებს – კერძოდ ყინულს – მყარი მდგომარეობიდან აირის მდგომარეობაში გადავიდეს, შუალედური თხევადი მდგომარეობის გამოტოვებით.

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ქვა მოქმედებს როგორც ერთგვარი ქოლგა – ის მზისგან ჩრდილავს მხოლოდ მცირე ყინულის სვეტს და მის სუბლიმაციას იცილებს. შედეგად, წარმოიშვება ყინულის თხელი სტრუქტურა, რომელიც ქვას იჭერს.

“ძენ-ქვები” საოცარი ბუნებრივი კონსტრუქციაა, რომელიც თხელი ყინულის პედესტალზე მდგარი ქვისგან შედგება. მისი წარმოშობა დიდხანს აუხსნელი იყო. ახლა ცნობილი გახდა, რომ ის ყინულის სუბლიმაციას სიჩქარის ცვლილებით არის გამოწვეული, რაც ყინულის პედესტალის ნელ ფორმირებას იწვევს.

მეცნიერები შეეცადნენ ამ ყინულის საყრდენის წარმოშობის მექანიზმი ლაბორატორიაში ვაკუუმის კამერაში შეექმნათ. ალუმინის დისკი წარმოადგენს ქვას. ის ყინულის ლოდზე მოათავსეს, რომლის სუბლიმაცია ინფრაწითელი გამოსხივებით მოახდინეს.

ალუმინის დისკის გარეშე ყინულის სუბლიმაცია თანაბრად მიმდინარეობდა, როგორც ეს ხდება მოღრუბლულ ამინდში გაფანტული მზის სხივების მოქმედების შედეგად. როცა დისკი მოათავსეს ყინულზე, საყრდენმა ფორმირება დაიწყო. ბუნებრივ პირობებში ამ პროცესს რამდენიმე კვირა ესაჭიროება.

მეცნიერებმა ასევე ციფრული მოდელირება გამოიყენეს. მან აჩვენა, რომ გადანტული მზის სხივები ყინულის სუბლიმაციას იწვევენ. ანუ, ყინული პირდაპირ აირის მდგომარეობაში გადადის ისე, რომ არ გადის თხევადი მდგომარეობის სტადიას.

8e6c7139867b4c168c03c9024b550739.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*