ბატიბუტის კულტურა

ძველ პერუში ბატიბუტს ჯერ კიდევ მაშინ აგემოვნებდნენ, როცა მოსამზადებლად ქოთანიც არ ჰქონდათ – ამბობს მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე  6700 წლის წინანდელი (კერამიკის გაჩენამდე) განამარხებული სიმინდის ნაქუჩები, ფუჩეჩი, და ფოთლები იპოვა. ეს ნარჩენი (უძველესი სამხრეთ ამერიკაში ნაპოვნ ნაშთებს შორის) გვეხმაება მარცვლეულის ქრონოლოგიის დაზუსტებაში. გამოკვლევის თანაავტორი – ტომ დილიჰეის თქმით, სიმინდმა ქრონოლოგიურ ჯაჭვში 2000 წლის წინ გადაინაცვლა. როგორ ახერხებდნენ სიმინდის გაბატიბუტებას? დამწვარი ტაროები გვაფიქრებინებს, რომ ტაფის ნაცვლად გახურებული ქვები გამოიყენებოდა. ბატიბუტს განსაკუთრებულ შემთხვევაში მიირთმევდნენ.

წყარო: National geographic.

Leave a comment

Your email address will not be published.


*