ბერძნული წყალქვეშა ქალაქი ბრინჯაოს ხანიდან

ძველბერძნულ ჩაძირულ ქალაქს ბერძნულ–შვეიცარიულმა ექსპედიციამ ეგეოსის ზღვაში მიაკვლია. ბრინჯაოს ხანის დასახლება, სამი უზარმაზარი ერთმანეთთან დაკავშირებული კედლით იყო გარშემორტყმული. ექსპედიციის წევრების ვარაუდით, მას თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა.

ეჭვი, რომ ამ hith-bronze-age-greek-city-streetsტერიტორიაზე წყალქვეშ შესაძლოა დასახლების ნაშთები ყოფილიყო, ჯერ კიდევ 2014 წელს გაჩნდა, როდესაც ჟენევის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ლამბაიანას სანაპიროსთან ჩაძირული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი შეამჩნიეს. დაკვირვების შემდეგ კი არქიტექტურული ელემენტებიც შენიშნეს. ორი თვის განმავლობაში ადგილის სრული გამოკვლევის შემდგომ კი მეცნიერებმა მტკიცედ გამაგრებული ქალაქი გამოავლინეს, რომელიც, სულ მცირე, 4500 წლისაა და ძვ. წ. 2500 წლით თარიღდება.

2015 წლის ივლისში არქეოლოგებმა ამ ადგილის გამოსაკვლევად დაბრუნდნენ და დაიწყეს ჩაძირული ქალაქის შესწავლა, რომელიც დაახლოებით 10 საფეხბურთო მოედნის ადგილს იკავებდა. მეცნიერები გააოცა ცხენის ნალის ფორმის საძირკვლის აღმოჩენამ, რომელიც დაკავშირებულია კედლის ხაზთან. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ისინი მასიური თავდაცვითი კოშკების ტიპის ნარჩენებია, რომლებიც საბერძნეთის გარდა არსად გვხვდება.

ჟულიენ ბეკი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი: “ასეთი კედლების წყალქვეშ პოვნის შანსები ძალიან მცირეა ხოლმე. დასახლების ზუსტი ზომა ჯერ უცნობია და არ ვიცით, რატომ არის ის ასე გარშემორტყმული ციხესიმაგრით”.

დასახლებაში ქუჩები მოკირწყლული ყოფილა. არქეოლოგებმა მიაკვლიეს თიხის ჭურჭელსა და ქვის დიდძალ იარაღს. მათ შორის ობსიდიანის საჭრისებს, რომლებიც მკვლევართა თქმით, ელადური პერიოდით თარიღდება (ძვ. წ. 3200–2050 წწ.). სულ ჯგუფმა წყალქვეშა დასახლებასთან დაკავშირებული 6 ათასამდე ნივთი იპოვა, რის გამოც ეს ადგილი, სპეციალისტთა განმარტებით, “არქეოლოგიური სამოთხეა”.

სპეციალისტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რას შეიძლება გამოეწვია ქალაქის ჩაძირვა ათასობით წლის წინ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი ზღვის დონის მატება და ტექტონიკური ფენების მოძრაობა ყოფილიყო.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*