ბეტელჰეიზეს იდუმალი ჩაქრობა – ვარსკვლავის, რომელმაც შეიძლება მთვარე დაჩრდილოს

შესაძლოა ვარსკვლავი მალე ზეახალი გახდეს. მაგრამ ამის შემდეგ მას გარდაუვალი დასასრული ელის.

ბეტელჰეიზე ორიონის თანავარსკვლავედში სიდიდით მეორე ვარსკვლავია. ის ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების ათეულში შედიოდა. მაგრამ 2019 წლის სექტემბერში მან სწრაფად დაიწყო გაფერმკრთალება. მან სიკაშკაშის 25% დაკარგა და 21-ე ადგილზე გადაინაცვლა. ტემპერატურაც 100°-ით დაეცა. მეცნიერები ამას ჯერ ზუსტად ვერ ხსნიან.

ბეტელჰეიზეს სიმკვეთრე ციკლურად იცვლება. ერთი ციკლი 420 დღე გრძელდება, მეორე 5-6 წელიწადში, მესამე 100-180 დღე. ეს ციკლები პროგნოზირებადია, მაგრამ დღევანდელი მოვლენები ამ ციკლებიდან ამოვარდნილია.

40 წლი წინ ასტრონომებმა ბეტელჰეიზეს სიკაშკაშის ცვლილების შესწავლა დაიწყეს. ბოლო 25 წლის მონაცემების მიხედვით, ვარსკვლავი ისეთი მკრთალია, როგორც არასდროს.

მეცნიერებს რამდენიმე ვერსია აქვთ, მაგრამ ვერცერთის დადასტურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

როგორც ყველა ვარსკვლავი, ბეტელჰეიზეც სითბოს გამოყოფს ბირთვში სინთეზის საშუალებით. სითბო ზედაპირზე გადმოეცემა კონვექტური ნაკადებით. ისინი ზედაპირზე ბნელი ლაქების სახით შეინიშნება.

როცა ვარსკვლავი ბრუნავს, ეს კონვექტური უჯრედებიც ბრუნავენ. სწორედ ეს იწვევს ბეტელჰეიზეს ცვალებადობას. კონვექტური უჯრედები უზარმაზარი ვარსკვლავის ზედაპირზე ძალიან მასიურებია.

2013 წელს ასეთი კონვექტური უჯრედები მზეზეც აღმოაჩინეს. ისინი თვეობით შეინიშნებოდა. შესაძლოა, მსგავსი რამ ხდება ბეტელჰეიზეზეც.

შესაძლოა, ეს ბნელი ლაქები დაკავშირებული იყოს არა უშუალოდ ვარსკვლავთან, არამედ გაზის და მტვრის ღრუბლებთან, რომლებიც ხილულ სინათლეს ფარავენ.

ბეტელჰეიზე წითელი ზეგიგანტია. დროთა განმავლობაში ვარსკვლავი ხარჯავს საწვავს და კარგავს მასას. მასის კარგვასთან ერთად, მისი გრავიტაცია სუსტდება და გაზის ღრუბლები გარეთ იჭრებიან. არ არის გამორიცხული, რომ ჩაბნელება ამ მოვლენებთან არის დაკავშირებული.

ბეტელჰეიზე თავის ევოლუციის ბოლო ეტაპზეა. ითვლება, რომ ბოლო 100 000 წლის მანძილზე იგი ზეახალ ვარსკვლავად გადაიქცევა. როცა ეს მოხდება, ბეტელჰეიზე ცაზე სიკაშკაშით მესამე გახდება – მზისა და მთვარის შემდეგ.ზოგიერთი მონაცემით, მან შესაძლოა მთვარეც კი დაჩრდილოს.

აფეთქებიდან 3 წლის შემდეგ მისი სიკაშკაშე დღევანდელის მონაცემებამდე დავა, ხოლო 6 წლის შემდეგ ბეტელჰეიზე გაქრება.

71f4598998914f889d17a3b2288ef868.max-2000x1000

49c7ac9a745c4987aa6fd7f7cb004d84.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*