ბლაგვცხვირა ზვიგენი თავს იცავს ბეჰემოტებისგან: ვიდეო

სამხრეთ აფრიკის კრუგერის ნაციონალურ პარკში გადაღებულ ვიდეოზე აღიბეჭდა ბეჰემოტების ჯოგის შეტაკება ბლაგვცხვირა ზვიგენთან. მტაცებელ თევზს სასწრაფოდ მოუწია მცურავი გიგანტებისგან თავის შველა.

კრუგერის ნაციონალური პარკის დამთვალიერებლები წყლის უბნისკენ ექსკურსიაზე გაეშურნენ. ბუნებრივ გარემოში იქ ნიანგები და ბეჰემოტები ბინადრობენ. ექსკურსანტებს საოცრად გაუმართლათ: ბეჰემოტების ჯოგთან ბლაგვცხვირა ზვიგენი მიცურდა.

ბლაგვცხვირა ზვიგენები ტროპიკულ და სუბტროპიკულ სანაპირო წყლებში ბინადრობენ 152 მეტრის სიღრმემდე. საშუალოდ მათი სიგრძე 3 მეტრია. ისინი სახიფათო მტაცებლები არიან. ნადირობენ როგორც თევზებზე, ასევე უფრო მსხვილ ცხოველებზე: დელფინებზე და კუებზე. ზვიგენები მღვრიე წყალში ესხმიან თავს – მსხვერპლი მათ შემჩნევას ვერ ახერხებს.

ბეჰემოტები წყალში დიდ დროს ატარებენ და აქვე ისაქმებენ. ორგანიკა ბევრ თევზს იზიდავს, მათკენ კი ზვიგენები მიდიან.ბევრი ბეჰემოტის შეჯგუფების შემთხვევაში წყალი ძალიან მღვრიე ხდება. ამან ზვიგენს მსხვერპლის დაჭერაში  ხელი შეუშალა. ამის ნაცვლად ის პირდაპირ ბეჰემოტების ჯოგს შეეჯახა, რომლებიც ისვენებდნენ. ცხოველები გაბრაზდნენ და ზვიგენს თავს დაესხნენ, მაგრამ მან დროულად მოასწრო სახიფათო ადგილის დატოვება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*