ბოლივიაში აღმოჩენილია უიშვიათესი სახეობის ღამურა

ბოლივიაში, ექსsuper-tongued-bat-150824პედიციის დროს, მკვლევართა ჯგუფმა ერთ–ერთ გამოქვაბულში ნახეს ღამურა (Anoura fistulata), რომელიც ცნობილია თავისი ძალიან გრძელი ენით.

ველური ბუნების დაცვის საზოგადოება (WCS), თავის მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, პირველად ნახეს ამ სახეობის ღამურა ბოლივიაში, Identidad madidi-ის ეროვნულ პარკში.

პირველად Anoura fistulata აღმოჩენილ იქნა მხოლოდ 10 წლის წინ, ეკვადორში. იგი ცხოვრობს ეკვადორის ანდებში და არსებობს მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერი. ამ სახეობის სიმცირის გამო ბუნებრივი რესურსებისა და ბუნების საერთაშორისო კავშირმა (IUCN) Anoura fistulata-ს მიანიჭა საკონსერვაციო სტატუსი.

მათი ენა 8,5 სანტიმეტრს აღწევს, რაც 1,5–ჯერ აღემატება მათი სხეულისას და იკვებებიან ყვავილების ნექტრით.

ექსპედიციის ჯგუფმა განაცხადა, რომ ასევე აღმოჩენილია ახალი სახეობის “ქურდი ბაყაყი” და მარჯნის გველი (Micrurus annellatus).

ველური ბუნების დაცვის საზოგადოების პროფესორმა რობერტ უოლასმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენები მხოლოდ დასაწყისია, რადგან Identidad madidi–ის ეროვნული პარკი ბიოლოგიურად ძალიან მრავალფეროვანი პარკია.

discovery.com–ის მიხედვით.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*