ბრაზილიაში აღმოჩენილია უძველესი და აქამდე უცნობი იგუანას ნეშთები

ბრაზილიაში აღმოჩენილია იგუანას ახალი სახეობა, რომელიც თავის უახლოეს თანამედროვეებს არ ჰგავს. რეპტილია ჯერ კიდევ მაშინ გადაშენდა, სანამ დედამიწა სხვადასხვა კონტინენტებად დაიყოფოდა.

დღეს დედამhqdefaultიწაზე იგუანების 1,7 ათასი სახეობა ბინადრობს. უმეტესობა – აშშ–ს სამხრეთით და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით. იგუანების ოჯახის დამახასიათებელი ნიშანია პლევრადონტური კბილები, ანუ ერთი გვერდით ყბის ძვალთან შეზრდილი კბილები. ამასთან, ძველი სამყაროს ხვლიკებს – აგამებს (Agamidae) და ქამელეონებს (Chamaeleonidae) ყბების წყობა სხვანაირი აქვთ. ამ რეპტილიებისათვის დამახასიათებელია აკროდონტული წყობა, როცა კბილები ფესვებია ყბის ძვლის ზედა ნაწილთან არის მიერთებული და ზედა ყბაზე ძვლის ქვედა ნაწილთან.

ბრაზილიაში, კრუიზერ–დუ–უესტის ტერიტორიაზე პარანას შტატში აღმოჩენილი რეპტილიის ასაკი 80 მილიონ წელზ3051a736bfaff48d63d0f03786e2878dე მეტია. შესწავლისას ალბერტის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ამერიკის კონტინენტზე პირველი იგუანას სახეობა, აკროდონტული კბილებით. ე. ი. მათი უახლოესი ნათესავები იქნებიან არა ადგილობრივი იგუანები, არამედ ქამელეონი და წვეროსანი აგამა ოკეანის გადაღმიდან.

კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature Communication-ში. ახალ სახეობას Gueragama Sudamericana დაარქვეს. დღეისთვის ეს ამერიკის უძველესი ხვლიკია.

გადაშენებული იგუანა პანგეის ბინადარი იყო – ზეკონტინენტის, რომელიც პალეოზოური და მეზოზოური ერების პერიოდში არსებობდა და დედამიწის მთელ ხმელეთს მოიცავდა. პანგეა შეიქმნა პერმულ პერიოდში და ორად გაიყო იურული პერიოდის დროს. ჩრდილოეთ ნაწილი შემდეგ გაიყო ევრაზიად და ჩრდილოეთ ამერიკად. სამხრეთ ნაწილისგან კი ჩამოყალიბდა აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ინდოეთი, ავსტრალია და ანტარქტიკა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*