ბრიტანელებს დახმარება სჭირდებათ ხმალზე წარწერის გასაშიფრად

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა დახმარებას ითხოვს, რომ ამოიხსნას 800 წლის წინანდელი ხმლის საიდუმლო.

საოცრად მჭრელი ხმალი იწონის 1,2 კილოგრამს და სიგრძეში 96,5 სანტიმეტრია. “თუ საკმარისი ძალით მას მოვიქნევთ, ხმალი ადამიანის თავს შუაზე გააპობს” – ამბობს ბიბლიოთეკის კურატორი ჯულიან ჰარისონი.b04d7cb3f35eb4477c70e655a4e0d912

ვარაუდობენ, რომ ხმალი XIII-XIV საუკუნეების გერმანიაშია დამზადებული, მაგრამ ხმალი თვითონ ინგლისურია. ამაზე მეტყველებს ჯვრისფორმის ეფესი. სწორედ ასეთი ტარიანი ხმლები ჰქონდათ ინგლისელ რაინდებს, რომლებიც ეკლესიას იცავდნენ.de63f6e3a26409337bd712fb77251a55

იარაღის მთავარი გამოცანა მის ბასრ პირზე გაკეთებული წარწერაა: +NDXOXCHWDRGHDXORVI+. უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ ვან ჰასელტი თვლის, რომ ეს ლათინურია. ND შეიძლება იყოს Nostrum Dominus – რაც ნიშნავს “ჩვენი ღმერთი იესო ქრისტე” ან Nomine Domini – “ღმერთის სახელი”. XOX – შეიძლება წმინდა სამების სიმბოლო იყოს.

გამოირიცხა ვერსია, რომ წარწერა შესრულებულია შუასაუკუნეების ბალიურ ენაზე, ასევე გამორიცხეს ხმლის კავშირი ვიკინგურ კულტურასთან.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საიტი ვერსიებს და კომენტარებს ელის.

National geographic-ის მიხედვით.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*