ბრიტანულ სოფელში ნაპოვნია ძველრომაული მოზაიკა

ბერკშირის საგრაფოში არქეოლოგებმა შესანიშნავად შემონახული მოზაიკა აღმოაჩინეს. აღმოჩენა იმ დროინდელი ადამიანის ყოფაზე მრავალ ცნობას იძლევა.

ვესd3d19ed8152654211a9456521fdcf5e3ტ–ბერკშირის ტერიტორიაზე მდებარეობს სოფელი ბოკსფორდი, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული მემკვიდრეობით. პირველი ცნობები ახ. წ.–ით I საუკუნეს მიეკუთვნება. მაგრამ აღმოჩენილი არტეფაქტები გაცილებით ძველია: ისინი ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნებიან.

2015 წლიდან აქ მიმდინარეობს სამუშაოები, რომელშიც სხვადასხვა დაწესებულებების მეცნიერები არიან ჩართულნი. მათ უკვე აღმოაჩინეს IV საუკუნის ვილა, რომაული მოსართავები და სამკაულები, კერამიკა, მონეტები.

მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენა 2017 წელს მოხდა: ძველი ვილის შესწავლისას მეცნიერები შესანიშნავად შემონახულ ხასხასა მოზაიკას წააწყდნენ. 6 მეტრის სიგრძის გვერდებიან კვადრატული მოზაიკა სხვადასხვა გამოსახულებებს შეიცავს. კერძოდ, ეს არის ძველბერძნული მითოლოგიის გმირი ბლეროფონტი ქიმერასთან ბრძოლის მომენტში, კენტავრებთან მებრძოლი ჰერაკლე და კუპიდონი, რომელსაც ყვავილების გვირგვინი უჭირავს. მოზაიკის კუთხეებში ტელამონები არიან განთავსებული.

ადრე ცნობილი იყო, რომ თავდაპირველად ვილა პატარა იყო და წლებთან ერთად მისი მფლობელები მას აფართოვებდნენ. აუზი, რომელსაც მოზაიკა მიეკუთვნება თავიდანვე არ იყო აშენებული, მაგრამ ის გაკეთებულია არაუგვიანეს V საუკუნის პირველ ნახევრამდე.

რომის იმპერია ბრიტანეთში ძვ. წ. აღ.–მდე 43 წელს შეიჭრა და იქ ბატონობდა ახ. წ. აღ.–ის 410 წლამდე. ამ პერიოდში მოდაში შემოვიდა რომაული სტილის ვილების აშენება.

ამ აღმოჩენას მეცნიერები ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ აღმოჩენად მიიჩნევენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*