ბუდას ქანდაკებაში მუმიფიცირებული სხეული აღმოჩნდა

ბუდას XI-XII საუკუნეების ქანდაკებას ჰოლანდიის ქალაქ ამერსფოლში სამედიცინო ცენტრში კომპიუტერული ტომოგრაფია და ენდოსკოპია ჩაუტარეს. შედეგმა მეანდრის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტები გააოცა. კვლევამ აჩვენა, რომ ქანდაკების გარსის შიგნით ბუდისტი ბერისა და მედიტაციის ოსტატის, ლიუციუანის მუმიფიცირებული ნეშტის ნაწილები იყო.

ბერი დაახლოებით 1100–1150 წლებში ცხოვრობდა და ჩინეთის მედიტაციის სკოლას წარმოადგენდა.

ქანდაკებაში რომ ბერის ნეშტის ნაწილები იყო, ამაზე ცნობა არსებობდა, თუმცა სპეციალისტები იმან გააოცა, რომ ამოღებული შინაგანი ორგანოების ადგილას მოთავსებული იყო ქაღალდები უძველესი ჩინური იეროგლიფებით.ct-scan

ბერის მუმია ბელგიაში გადაიტანეს, სადაც 2015 წლის მაისამდე ის გამოფენილი იქნება ისტორიის მუზეუმის ექსპოზიციაში. იეროგლიფების გაშიფვრაზე კი მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს.

ბუდისტი ბერების ნაწილის აზრით, ასეთი მუმიები მკვდრის სხეულს კი არ წარმოადგენენ, არამედ ისინი არიან ბერები – მედიტაციის შემდგომ საფეხურზე.

buddah iii

წყარო: ისტორიანი

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*