ბუნების ხმები შრომისუნარიანობას ამაღლებს

ხმაურიან დაწესებულებებში წარმოშობილი ბუნების მშვიდი ხმები დადებითად მოქმედებს თანამშრომლების შრომისუნარიანობაზე. ამ დასკვნამდე მეცნიერები ექსპერიმენტების შედეგად მივიდნენ.

ბევრი თანამედროვე ოფისი ღია სივრცის პრინციპით მუშაობს, მაგრამ ხშირად ეს ხელს უშლის გონების მოკრებას. მაშინ, როცა ერთი თანამშრომელი ადგენს მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელიც სრულ კონცენტრაციას მოითხოვს, გვერდით მაგიდასთან მეორე ხმაურიან სატელეფონო მოლაპარაკებას აწარმოებს. შედეგად ბევრი ოფისის თანამშრომელი მუშაობისას ყურსასმენით მუსიკას უსმენს. ამასთან, ბევრი კომპანია იყენებს მოწყობილებებს, რომლებიც გამოსცემენ ე. წ. თეთრ ხმაურს.

“თეთრს” უწოდებენ ხმაურს, რომლის სპექტრალური შემადგენლები თანაბრად არიან განაწილებული ჩართული სიხშირეების მთელ დიაპაზონზე. იგი ოფისებში საკმაოდ ეფექტურად წმენდს ხმაურის დაბინძურების საერთო დონეს შენობაში.

რენსელერის (აშშ) პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიზანი ფონის ბგერების ოპტიმალური ნაკრების შერჩევა იყო. მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. თითოეულს ერთნაირად რთული დავალება მისცეს. პირველ ჯგუფში, მეზობლებისგან გამოწვეული ხმაური არაფრით არ იყო ჩახშული. მეორეში ჩართეს ოფისებისთვის ჩვეულებრივი თეთრი ხმაური, დანარჩენები კი დავალებას მთის მდინარის ხმების თანხლებით ასრულებდნენ.

მესამე ჯგუფის მონაწილეებმა დავალებას არა მარტო ყველაზე სწრაფად გაართვეს ტავი, არამედ გაუუმჯობესდათ განწყობა და შრომის უნარიანობა.

მეცნიერები, ოფისების ხელმძღვანელებს ურჩევენ ამ შედეგების გათვალისწინებას და თავიანთი თანამშრომლებისთვის “ბუნებრივი” თეთრი ხმაურის შერჩევას. ეს არ არის აუცილებელი მდინარე იყოს. ასევე ეფექტურია ფოთლების შრიალი, ჩანჩქერის ხმაური, ზღვის ტალღების ხმა და სხვა. მთავარია გამოირიცხოს მკვეთრი ხმები – ბაყაყების ყიყინი ან ჩიტების ჭიკჭიკი.

5845b45a4413799d3174ab706c816ec4

e6fd3535ab2fbf9fbdf0e9ce9be670e5

Free-Wallpaper-Nature-Scenes

Beauty-of-nature-random-4884759-1280-800

0upnd2vwarhp3y9i.D.0.Copy-of-Nature-Wallpapers-9

National geographic-ის მიხედვით

Leave a comment

Your email address will not be published.


*