გადმოტრიალებული ხომალდი – ყველაზე უცნაური გემი მსოფლიოში

RV Flip – სამეცნიერო ოკეანოგრაფიული გემიძალიან უცნაური სქემით არის შექმნილი. კორპუსის სიგრძის უდიდესი ნაწილი წყალში ჩასაშვები სექციაა. ის ბოლოში გაფართოებულ მილს გავს. შიგნით ბალასტის ცისტერნები აპარატურის განყოფილებებია. 

ადგილზე მისვლისას ცისტერნები გარედან ზღვის წყლით ივსება და Flip–ი სამუსაო მდგომარეობას იღებს – იგი ვერტიკალურად დგება. გრძელი “კუდი” წყალქვეშ ჩადის თითქმის მთლიანად, თავისი სამეცნიერო “შიგთავსით”. გემის მთლიანი სიგრძე 108 მეტრია. წყლის ზედაპირზე მხოლოდ 17 მეტრი რჩება.

საკუთარი ძალოვანი დანადგარი გემს არ აქვს: იგი ბუქსირით დადის. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ გამოირიცხოს მექანიკის გავლენა აპარატურაზე.

1962 წელს აგებული გემი ნომინალურად სამხედრო ფლოტს ეკუთვნის. ფაქტიური ოპერატორი კი სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის საზღვაო ფიზიკური ლაბორატორიაა. Flip იკვლევს სეისმოლოგიას, წყლის ფენების ტემპერატურულ რეჟიმებს და სითბოს გაცვლას, წყლის მარილიანობას და სხვა.

Flip–ის ერთი ვახტის სტანდარტული ხანგრძლივობა 2–3 კვირაა. საცხოვრებელი განყოფილება ისეა გაკეთებული, რომ მისით სარგებლობა გემის ორივე მდგომარეობაშია შესაძლებელი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*