“გამდნარი რკალი” – “ჰაბლის” ახალი ფოტონადავლი

ვეტერანი სუპერტელესკოპი კოსმოსური სილამაზის მოწოდებას განაგრძობს.

“ჰაბლის” მიერ მოწოდებული გამოსახულების უჩვეულობა იმაში მდგომარეობს, რომ გალაქტიკის ტრადიციული საწყისი ფორმის (სპირალური) მიუხედავად, ჩვენ ერთგვარ რკალს ვხედავთ. ეს ე.წ. “აინშტაინის რკალია” – დიდი ფიზიკოსის მიერ ფარდობითობის თეორიაში ნაწინასწარმეტყველები ეფექტი. ის მაშინ წარმოიქმნება, როცა სინათლის წყაროს გამოსახულება მრუდდება სხვა ობიექტის ზემოქმედების შედეგად, რომელსაც გაცილებით დიდი მასა აქვს, ხოლო პროცესის სამივე მონაწილე (მესამე არის დამკვირვებელი) ერთ წრფეზე მდებარეობენ.

GAL-CLUS-022058s-ის შემთხვევაში, მეორე ობიექტი გალაქტიკების მსხვილი გროვაა, რომელიც პირდაპირ მის წინ მდებარეობს. გალაქტიკური ლინზირების შედეგად, GAL-CLUS-022058s-დან გამოსული ნათება მრუდდება და გალაქტიკა ვიზუალურად “გამდნარ რკალად” გადაიქცევა. სწორედ ასე შეარქვეს ასტრონომებმა.

როგორც NASA-ს და ESA-ს ერთობლივ რელიზშია აღნიშნული, მსგავსი ობიექტები -ეს არის ძალიან შორეული გალაქტიკების შესასწავლი შესანიშნავი “ლაბორატორიები”. მათი ნათება გრავიტაციული ლინზირების გარეშე ძალიან სუსტი იქნებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*