“გამოიჭირე მდედრი” – მოთევზავის სექსუალური პარაზიტიზმი

არის რაღაც უპირატესობა იმაში, რომ თავისი პარტნიორები ახლოს ჰყავდეთ – პირდაპირი მნიშვნელობით, მიიწებონ.

მოთევზავეების 162 სახეობის წარმომადგენელი უჩვეულო წყვილებს ქმნიან: ჯუჯა მამრები და მსხვილი მდედრები (ზოგიერთი 1 მეტრის სიგრძემდე). ასეთი განსხვავებულები შესანიშნავად არიან ერთმანეთთან მორგებულები. მამრის არაპროპორციულად ფართე ნესტოები მდედრის ფერომონებს წყალში კარგად იჭერენ. სიბნელესთან კარგად მორგებული თვალებით ისინი სინათლის წყაროს ეძებენ: მდედრის თავზე არსებულ ბიოლუმინესცენციურ სატყუარას, როგორც ანკესზე.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის იხტიოლოგი ტედ პიტჩი ამბობს, რომ სატყუარას ფორმით, შეფერილობით და ციმციმით მამრი იგებს, მისივე სახეობის არის თუ არა მდედრი, რომლის “გამოჭერასაც” ის აპირებს. თუმცა “გამოჭერა” რბილად ნათქვამია. უკუნით წყვდიადში პარტნიორი რომ არ დაკარგოს, მამრი კბილებით ესობა მდედრს და სამუდამოდ ასე რჩება. დროთა განმავლობაში მდედრის და მამრის კანი ერთმანეთს ეზრდება, სისხლძარღვები ერთიანდებიანი და ერთიან სისხლისმიმოქცევას ქმნიან. ფარფლები და სხვა ზედმეტი ორგანოები ქრებიან და მამრს ერთადერთი ფუნქცია რჩება მდედრისთვის – განაყოფიერების.

მსგავსი სექსუალურ პარაზიტიზმს თავისი ნაყოფი გამოაქვს: როცა ქვირითი მწიფდება, მდედრი აძლევს მამრს სიგნალს და ის ქვირითს ანაყოფიერებს. განაყოფიერებული ქვირითი ოკეანის ზედაპირზე ამოტივტივდება, სადაც ლიფსიტები იჩეკებიან და იზრდებიან. ისინი პლანქტონით იკვებებიან და როცა დაიზრდებიან, საოცარ ვერტიკალურ მიგრაციას ასრულებენ: ისინი ისევ ოკეანის სიღრმეში ბრუნდებიან თავისი მეწყვილის მოსაძებნად და ახალი ციკლის დასაწყებად

Leave a comment

Your email address will not be published.


*