გარევაჭრობა მუმიებით

1800–იან წლmummy_trader_1865 (1)ებში, ნაპოლეონის მიერ ეგვიპტის დალაშქვრის შემდეგ, ევროპელებისთვის ეგვიპტის ისტორიის კარი გაიღო. თუმცა მუმიებს კულტურული საზოგადოება ჯერ სათანადოდ არ აფასებდა. მათი ყიდვა–გაყიდვა ჩვეულებრივი ამბავი იყო და მუმიებით ქუჩაშიც კი ვაჭრობდნენ. XVIII საუკუნეში მუმიებით მართავდნენ წარმოდგენებს, სადაც სპეციალურად ნაყიდ მუმიებს თანდათან ხსნიდნენ ქსოვილებს და ნაწილებად შლიდნენ…

მეტად პოპულარული გახდა მუმიების გამოყენება სამკურნალო მიზნებით. მათგან დამზადებული სხვადასხვაგვარი წამლებით გაცხოველებული ვაჭრობა გაჩაღდა. შემდეგ მუმიების გამოყენება გაფართოვდა, მათ ფქვავდნენ და სასუქად იყენებდნენ. ასევე მისგან იღებდნენ ყავისფერ პიგმენტს, ხოლო ტილო, რომელშიც გახვეული იყო მუმიები, იმდენი იყო, რომ ქაღალდის წარმოებაში ხმარობდნენ.

მუმიით ვაჭრობამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ბაზრის დაკმაყოფილება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მალე გამოჩნდა ყალბი მუმიებიც, რომლებსაც ამზადებდნენ დასჯილი ბოროტმოქმედების თუ მძიმე სნეულებებით გარდაცვლილთა ცხედრებისგან. ისევე როგორც ძველად, მათ აცლიდნენ ორგანოებს, ცარიელ ადგილებს ავსებდნენ ფისით, ბითუმით ახვევდნენ ტილოებში, მზეზე აშრობდნენ და “აძველებდნენ”…

Leave a comment

Your email address will not be published.


*