გაქცევა ალკატრასიდან: 1962 წლის 11 ივნისი

29 წლის განმავლობაში, ფედერალური ციხიდან ალკატრასის კუნძულზე, სულ 36–მა პატიმარმა სცადა გაქცევა. აალკატრასი ითვლებოდა ყველაზე მიუღწევად ციხედ ამერიკაში. მათი უმეტესობა დაიჭირეს, ზოგი დახვრიტეს, ხოლო რამდენიმე დაიხრჩო ცივ წყლებში სან ფრანცისკოს სანაპიროსთან. აშშ–ს მარშალთა სამსახურის თქმით, მხოლოდ სამი რჩება დაუპატიმრებელი: ფრენკ მორისმა და ჯონმა და კლარენს ანგლინებმა, რომლებმაც უბრალო ინსტრუმენტებით თხარეს თავიანთი საკნები, მოახერხეს გაქცევა 1962 წლის 11 ივნისს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გაქცევა ციხიდან.

150608-frank_morris-file-530p_7d454de9c63b5ce2a0e8d415c2b20775.nbcnews-ux-2880-1000

ფრენკ ლი მორისი

ალკატრასის ციხე თავდაპირველად აშენდა, როგორც საზღვაო დაცვის ფორტიფიკაცია, 1850–იან წლებში, ალკატრასის კუნძულზე, სან ფრანცისკოს სანაპიროზე. იგი განკუთვნილი იყო სამხედრო ტყვეებისათვის 1861 წლიდან 1933 წლამდე, მანამდე, სანამ აშშ–ს არმია გადაიყვანეს იუსტიციის დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ. ალკატრასზე ახალი ფედერალური ციხე 1934 წელს გაიხსნა და ითვლებოდა ერთ–ერთ ყველაზე მკაცრად დაცულ ციხედ, რომელიც კი ოდესმე აშშ–ში ყოფილა. ციხის აშენების მიზანი, აშშ–ში კრიმინოგენული სიტუაციის მაქსიმალურად შემცირება იყო. აქ სასჯელს იხდიდნენ ყველაზე საშიში დამნაშავეები, მათ შორის: ალ კაპონე, ჯორჯ “ავტომატი” კელი, ელვინ კარპისი (ბრალად ედებოდა №1 სახალხო მტრობა) და “ბერდმენ” რობერტ სტროუდი.

JohnWilliamAnglin

ჯონ უილიამ ანგლინი

ფრენკ მორისი ალკატრასში შევიდა 1960 წლის იანვარში, როგორც პატიმარი № AZ-1441. მან თავისი პირველი დანაშაული 13 წლის ასაკში ჩაიდინა. ალკატრასში მას ბრალად ედებოდა ქურდობა და ნარკოტიკული საშუალებების შენახვა. 1979 წელს გამოვიდა ჰოლივუდური ეკრანიზაცია, სადაც მორისის როლს კლინტ ისტვუდი ასრულებს.

მორისის თანამზრახველები ჯონ და კლარენს ანგლინები ერთად მონაწილეობდნენ ბანკის ძარცვაში. მათ ჰყავდათ მესამე ძმაც ალბრედი, რომელიც თავის ძმებთან ერთად ატლანტის საპატიმროში იხდიდა სასჯელს. მას შემდეგ, რაც ჯონმა და კლარენსმა რამდენჯერმე სცადეს გაქცევა, 1961 წელს გადაიყვანეს ალკატრასში. მეოთხე პირი, ალენ ვესტი, რომელიც ასევე მონაწილეობდა გაქცევის გეგმაში, მეორე ვადით იხდიდა სასჯელს. ვესტმა ვერ დააღწია თავი ციხეს და მოგვიანებით ხელისუფლებას განუცხადა, რომ ის არ ყოფილა გაქცევის გეგმის მონაწილე.

Alcatraz1962Dummies

მარცხნიდან მარჯვნივ, კლარნს ანგლინის, ჯონ ანგლინის და ფრენკ მორისის მანეკენთა თავები

სამთვიანი გათხრების შემდეგ, რომელსაც მორისისა და ანგლინების მიერ კაფეტერიიდან მოპარული კოვზებით ახორციელებდნენ, 1962 წლის ივნისში სცადეს გაქცევა. გარდა ამისა, მათ შექმნეს მანეკენები, რომლებიც ნამდვილივით გამოიყურებოდნენ. მათ ამისთვის გამოიყენეს ქაღალდი, საპონი და ადამიანის თმა, რომელიც ციხის საპარიკმახეროდან მოიპარეს.

11 ივნისის ღამით, მორისმა გადაწყვიტა, რომ გაქცევის დრო მოსული იყო. როდესაც ვესტს ვერ დაუკავშირდნენ ვენტილატორის უკანა კამერაში, მორისი და ანგლინები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ის. ისინი ავიდნენ 30 ფუტის სიღრმის წყალსადენის სახურავზე. მათ გადაკვეთეს 100 ფუტის სიგრძის სახურავი და ჩავიდნენ 50 ფუტის სიღრმის მილში, რომელიც პატიმართა საშხაპეში გადიოდა.

ClarenceAnglin

კლარენს ანგლინი

გაქცეულებმა მოხერხეს ცურვით მოპირდაპირე კუნძულზე გადასვლა, შემდეგ მარინ ქაუნთიში გაიტაცეს მანქანა და გაძარცვეს ტანსაცმლის მაღაზია, სწორედ აქ გაიყო მათი გზები. ნორვეგიელი მეფრახტეების ცნობით, ჩრდილო–დასავლეთით 20 მილის მანძილზე 17 ივლისს დააფიქსირეს მოტივტივე სხეული, რომელსაც პატიმრების ანალოგიური შარვალი ეცვა.

მიუხედავად იმისა, რომ FBI კვლავ ინარჩუნებს იმედს, რომ მათ პოვნას შეძლებს, ოფიციალურად ისინი დაკარგულებად ითვლებიან, სავარაუდოდ დაიხრჩვნენ სან ფრანცისკოს სანაპიროს ცივ წყლებში. თუმცა მათი გვამები არ არის ნაპოვნი და ზოგს სჯერა, რომ ისინი გადარჩნენ. გაქცევიდან ერთი წლის შემდეგ, 1963 წლის 21 მარტს ალკატრასის ციხე დაიხურა. ამჟამად აქ არის სან ფრანცისკოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონები.

AlcatrazCorrectional

1962 წელი, ოფიცერი იძიებს, გაქცევის შემდეგ საკან #152–ს

2ClarenceAnglinsCell-E

ფედერალური ოფიცერი ზის ფრენკ მორისის საკანში, 1962 წლის გაქცევის შემდეგ

history.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*