გენეტიკურმა ანალიზმა ჩინური მუმიების წარმოშობის საიდუმლო გამოავლინა

ეს აღმოჩენა მეცნიერების წინა ვარაუდებს აბათილებს.

სინცზიან-უიგურის  რაიონში, ტარიმის ქვაბულში აღმოჩენილი ასობით მუმია არქეოლოგების დაბნეულობას იწვევდა. ძვ.წ. 2000-200 წლების პერიოდის ნეშტები საოცრად კარგად შემონახული იყო. გაოცების მიზეზს ტანსაცმელიც და ნავის ფორმის კუბოებიც იწვევდა. სამარხები ქვიშის დიუნებშია, ზღვიდან საკმაოდ მოშორებით. ტარიმის მუმიები საერთოდ არ ჰგვანან ამ რეგიონის თანამედროვე ბინადრებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გარდაცვლილები ან შავი ზღვის სანაპიროდან ან ირანის ზეგანიდან იყვნენ წარმოშობით.

თუმცა, ახალმა გენეტიკურმა კვლევამ სრულიად სხვა შედეგები აჩვენა. მუმიფიცირებული ადამიანები, “სიაოხეს ხალხი”, უძველესი მონადირე-შემგროვებლების პოპულაციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის ბოლოს თითქმის სრულიად გადაშენდნენ.

ტარიმის აუზი დამშრალ ზღვას წარმოადგენს. ადამიანები აქ, ჯერ კიდევ, 40 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. მუმიები 1990-იან წლებში აღმოაჩინეს. ამ ადგილას მუქთმიანი და გრძელცხვირა ადამიანები იყვნენ დამარხულები. ისინი უნიკალურ კუბოებში იყვნენ დასაფლავებულები – ისინი გადაბრუნებულ ნავებს ჰგვანან. მიცვალებულებს ბოჭკოვანი და ნაქსოვი ტანსაცმელი ეცვათ. სამარხებში ბრინჯაოს არტეფაქტები, მსხვილფეხა საქონლის ძვლები, ხორბალი, ქერი, ფეტვი და ყველიც კი არის აღმოჩენილი.

13 მუმიის გენომის (ძვ.წ. 2100-1700 წწ.) და 5 ჯუნგარის (ძვ.წ. 3000-2800 წწ.) ჩონჩხის ანალიზმა აჩვენა, რომ მეცნიერების ძველი ვარაუდები მცდარი იყო – ისინი ერთი წარმომავლობის არ არიან.

ტარიმის მუმიები ძველაზიური წარმოშობის იზოლირებულ გენოფონდს მიეკუთვნებიან. ისინი აქ 9000 წლის წინ უკვე ცხოვრობდნენ. ეს არის მონადირე-შემგროვებლების ჯგუფი, რომლებიც უფრო ვრცელ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ.

მკვლევარების აზრით, სიაოხეს ხალხი აზიური პოპულაციის ყველაზე პირდაპირი წინაპრები არიან.

ჯერჯერობით, მეცნიერებს არ აქვთ პასუხები ბრინჯაოს ხანის სხვა წარმომადგენლებთან მათ კონტაქტებზე, ვაჭრობასა და ურთიერთობებზე. ისინი იმედოვნებენ, რომ შემდგომი არქეოლოგიური კვლევები სიაოხეს კულტურას ნათელს მოჰფენენ.

49c3ef1315a94322aca5d76e755c35f2.max-2000x1000

2bba2d1e8baf429c9a9d1afb40f0b67d.max-2000x1000

659ffcb222904eecb09cfd3751ad670d.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*