გერმანიის უძველესი ბიბლიოთეკა რომაულია

გერმანიის ქალაქ კიოლნში, პროტესტანტული ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს, ქვეყანაში უძველესი ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს. ის ახ. წ. 150–200 წლებით თარიღდება და რომაელთა აგებული უნდა იყოს.

დიკ შმიტცი, ექსპედიციის წევრი: “თავიდან გვეგონა, რომ ეს მხოლოდ სახალხო შეკრების ადგილი იყო, მაგრამ მერე ისეთი რაღაცეები აღმოვაჩინეთ, რითაც ეს შენობა ძალიან ჰგავდა ბიბლიოთეკას, კერძოდ, ეფესოში არსებულ ბიბლიოთეკებს. შენობა, სავარაუდოდ, 20 ათასამდე გრაგნილსა და პაპირუსს ინახავდა”.

მეცნიერთა ცნობით, ბიბლიოთეკა ორ სართულიანი უნდა ყოფილიყო, ზომით 20 მეტრი 9 მეტრზე.

კიოლნი განთქმულია თავისი გოთიკური ტაძრით, მაგრამ ქალაქში ბევრია რომაული მემკვიდრეობაც. ამ ადგილას ძვ. წ. 38 წელს დაარსა დასახლება არა უბიორუმი რომაელმა სარდალმა. სამხედრო ფორპოსტი გაფართოვდა და კოლონიის სტატუსი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იმპერატორმა კლავდიუსმა მიანიჭა. მან სახელიც გადაარქვა დასახლებას და კოლონია კლაუდია არა აგრიპინენსიუმი უწოდა, რადგან აქ დაიბადა მისი მეორე ცოლი აგრიპინა–უმცროსი. ქალაქში შემორჩენილია რომაული კედლები, კარიბჭეები და აკვედუკები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*