გზააბნეული ზღვის კუ კალიფორნიაში იყინება

მდინარე სან–ხოაკინში, რომელიც კალიფორნიაში მიედინება, მეთევზემ აღმოსავლეთის ზღვის კუ შეამჩნია: სახეობა, რომელიც ამ ეკვატორიაში არ გვხვდება.

ზღვის (მწვანე ან სუფის, Chelónia mýdas) კუ მსოფლიო ოკეანის ტროპიკულ ან სუბტროპიკულ რაიონებში ბინადრობს. ყველაზე ხშირად ატლანტის და წყნარ ოკეანეებში გვხვდება. მისი ქვესახეობა, აღმოსავლეთის მწვანე კუ (Chelonia mydas agassizii) ოკეანიის კუნძულების სანაპიროებთან გვხვდება, მაგრამ არა კალიფორნიაში. აქ წყალი მისთვის ძალიან ცივია.

მეთევზეს, რომელმაც კუ მდინარე სან–ხოაკინში შეამჩნია, თავდაპირველად იგი პლასტიკის პაკეტი ეგონა: ამ მდინარის ნაპირებთან მას ასეთი მსხვილი არაფერი დაუჭერია. სახეობის დადგენა ვიდეოჩანაწერის გაანალიზების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ აღმოსავლეთის (წყნარი ოკეანის) მწვანე კუ ბინადრობს გაცილებით სამხრეთით, მექსიკის ნაპირებთან და სან–დიეგოს ყურეში. სავარაუდოდ, ცხოველს გზა აებნა. სპეციალისტების აზრით, მას წყლის ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო ჰიპოთერმია ემუქრება. სხვათაშორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ სახეობის წარმომადგენელი მისთვის შეუფერებელ გარემოში მოხვდა: ერთი თვის წინ, კალიფორნიის ამავე რაიონში, ქალაქ სტოკტონთან, უფრო მცირე ზომის მკვდარი ზღვის კუ იპოვეს.

5d54e267a3d9319da091b35a27af997a

35c9f79c527a43a487cf536a2cb81f38

21594d4515c479e3bd67ee38e1065329

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*