გიგანტური მარჯნის რიფი ნაპოვნია ამაზონის შესართავში

მდინარე ამაზონის შესართავში ნაპოვნია უზარმაზარი ზომის მარჯნის რიფი, რომელმაც მეცნიერებს რამდენიმე სიურპრიზი მოუტანა. მას რიფის ყველა მაჩვენებელთან ერთად აქვს რამდენიმე საკვანძო განსხვავებაც.

მარჯნის რიფის არსებობის შესახებ მეცნიერები გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან საუბრობენ – მას შემდეგ, რაც შელფის რაიონში მარჯნის თევზები აღმოაჩინეს. მაგრამ ძიება წარმატებით მხოლოდ 2014 წელს დასრულდა. აღმოჩენა გააკეთეს ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მათმა ბრაზილიელმა კოლეგებმა.

ბუნებრივი ობიექტი გადაჭიმულია 960 კილომეტრზე საფრანგეთის გვიანიდან ბრაზილიისშტატ მარანაომდე და 9 300 კვ. კმ. ფართობი უჭირავს.4a4ad62a922dda23b5813ef596dab363

აქ ბინადრობს 60 სახეობის ღრუბელი, თევზების 73 სახეობა (უმეტესობა ხორცისმჭამელია), ლანგუსტები, ზღვის ვარსკვლავები და მარჯნის რიფებისთვის დამახასიათებელი სხვა ბინადრები. ბევრი მათგანი მეცნიერებისთვის უცნობ სახეობას მიეკუთვნება: კერძოდ, ღრუბლების 29 სახეობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ამასთან, თვითონ მარჯნების რაოდენობა რიფის მთელ გაყოლებაზე არც ისე ბევრია. ხოლო, სხვა ორგანიზმების პოპულაციების სიმჭიდროვე პირდაპირ კავშირშია წყლის გამჭვირვალობასთან; სამხრეთით წყალში მეტი სინათლე აღწევს და აქ ბიომრავალფეროვნება უფრო მეტია.

მღვრიე წყლის არსებობა კიდევ ერთი მოულოდნელობა აღმოჩნდა: ჩვეულებრივ, რიფები ასეთ პირობებში არ ვითარდებიან. ასევე, მჟავიანობა, მარილიანობა და ნალექის რაოდენობაც არ არის ტიპიური პლანეტის სხვა რიფებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, მეცნიერების თქმით, რიფი ვითარდება და “ყვავის”.

“ჩვენ წავაწყდით ყველაზე წარმოუდგენელ და არაჩვეულებრივ არსებებს, რომელთა მსგავსი არ გვინახავს არასდროს” – ამბობს კვლევების მონაწილე პროფესორი პატრიცია იაგერი.

მეცნიერებს ახალი ეკოსისტემის შესწავლის გარდა, მისი დაცვაც მოუწევთ: როგორც გაირკვა მდინარე ამაზონის შესართავის 80 უბანი გაყიდულია ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რიფების და მათი მობინადრეების არსებობას.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*