გიგანტური პანდა ბამბუკს ძნელად მოინელებს

პანდების მთავარ კვების წყაროს ბამბუკი წარმოადგენს, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ძალიან ცუდად მოინელებენ მას. შესაძლოა ამან გამოიწვიოს მათი გადაშენება.

გიგანტური პანდა ძნელად მოინელებს ბამბუკს, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი დღის მანძილზე 14 საათის განმავლობაში ჭამენ მცენარეებს. ამერიკელმა მიკრობიოლოგებმა შეისწავლეს გიგანტური პანდის ნაწლავური ბაქტერიები და აღმოჩნდა, რომ ისინი მართლაც მძიმედ მოინელებენ ბამბუკს.

ევოლუციური კვლევები აჩვენებს, რომ მათ ბამბუკის ჭამა დაიწყეს დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ, მაგრამ მაშინ მათი ნაწლავური ბაქტერიები ისეთივე იყო, როგორიც მათი ხორცისმჭამელი ბიძაშვილების. მეცნიერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მათ არასრულყოფილად განუვითარდათ მცენარეული ბოჭკოების მონელების სიტემა.

მდედრებს ძალიან უჭირთ შეწყვილება. მარტოხელა მდედრმა პანდამ თუ სწრაფად ვერ იპოვნა პარტნიორი, მათ კიდევ ერთი წელი არ შეუძლიათ განაყოფიერება. ახალშობილი პანდა არის ბრმა და ყოველ ორ საათში მოითხოვს კვებას. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა გიგანტურმა პანდამ მილიონობით წლის განმავლობაში მოახერხა თავის გადარჩენა.

ადამიანმა უკვე გაანადგურა მათი გავრცელების არეალი და ისინი გადაშენები პირას არიან. დაახლოებით 1 000–მდე პანდა იქნება შემორჩენილი ველურ ბუნებაში და დაახლოებით 100–მდე ზოოპარკებში. მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ ბოლოდროინდელი კვლევები დაეხმარება მათ, რომ საჭმლის მონელების მხრივ მათ პრობლემა მოგვარდება.

discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*