გიორგი სააკაძე

სააკაძეები სამეფeba6b456dbf3ო აზნაურები იყვნენ. ისინი განსაკუთრებით გაძლიერდნენ და დაწინაურდნენ XVI საუკუნეში, როცა გიორგის მამა სიაუში მეფის სალაროს მოლარე გახდა. 1590 წლიდან კი მან თბილისის მოურავობაც მიიღო. გიორგი სააკაძე 1570 წელს დაიბადა. იგი მაღალი სამოხელეო არისტოკრატის ოჯახისშვილი იყო. შესაბამისად, თავის დროისთვის შესანიშნავი განათლება მიიღო: იცოდა სპარსული და თურქული ენები, ბრწყინვალედ ერკვეოდა სამხედრო საქმეში. მისი თანამედროვეს და მისი სურათის ავტორის, იტალიელი ქრისტეფორე კასტელის დახასიათებით: “დიდი მოურავი და სარდალი საქართველოს მხედრობისა [იყო] კაცი წარჩინებული დიდად შემძლე და ყოველთა უმამაცესი [რომელმაც] მრავალი სასახელო საქმე მოახდინა იბერიის სამეფოში სპარსთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლის დროს”.

XVI საუკუნის 90–იანი წლებიდან გიორგი სააკაძე სიმონ მეფესთან ერთად იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. შემდეგ ქართლის მეფის, გიორგის თანამებრძოლიც ყოფილა. განსაკუთრებით კი მისი ნიჭი და შესაძლებლობები ლუარსაბ მეფის კარზე გამოჩნდა. 1608 წლიდან იგი მეტად მნიშვნელოვანი თანამდებობის, თბილისის მოურავობის, მფლობელია.

თავიდანვე თბილისის მოურავი სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის იბრძოდა. ამ ამოცანის განხორციელება კი თავადური პარტიკულარიზმის ალაგმვის გარეშე არ შეიძლებოდა. ამის შეგნებამ იგი გავლენიან თავადებს დაუპირისპირა. გიორგის კარგად ესმოდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წარმატება მის გაერთიანებაზე იყო დამყარებული. იგი დასაყრდენს ქვეყნის საშუალო და დაბალ ფენებში ეძებდა. ეს იყო ქვეყნის გაერთიანების აზნაურული იდეა. იგი მიუღებელი იყო დიდი ფეოდალებისათვის, რომლებიც გაერთიანებას მეფე–მთავართა კავშირით წარმოიდგენდნენ. გიორგის მოწინააღმდეგე ფეოდალთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ გავლენიანი თავადები ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი. გარდა საშუალო და დაბალი ფენების წარმომადგენლებისა, გიორგი სააკაძეს ზოგიერთი დიდი ფეოდალიც ეხმარებოდა, რომლებიც ხშირად განაწყენებულნი იყვნენ მეფისა და დიდი თავადების პოლიტიკით, როგორიც იყო მაგალითად სააკაძის ცოლისძმა ნუგზარ არაგვის ერისთავი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ზაზა ციციშვილი და სხვები, რომელთა უმრავლესობა სააკძესთან კავშირში პირადი გეგმების განხორციელებას ცდილობდა.

სააკაძის მოწინააღმდეგე ფეოდალთა ბანაკი განსაკუთრებით აღაშფოთა ლუარსაბ II–ის გიორგი სააკაძის დაზე დაქორწინებამ, როცა მოურავი უზომო პოლიტიკურ გაძლიერებას ნიშნავდა.

მოწინააღმდეგენი დაირაზმნენ, მრავალი უღირსი ხერხი გამოიყენეს და ლუარსაბი აიძულეს, გიორგის დას გაყროდა. ესეც არ იკმარეს, რადგან იცოდნენ, რომ სააკაძე და მისი დასი მათ წინააღმდეგობას გადალახავდნენ, მისი მოკვლა გადაწყვიტეს. 1612 წელს შეთქმულებმა იგი წავკისს ვითომ სანადიროდ დაიბარეს, სადაც თავისი ვერაგული გეგმის განხორციელებას აპირებდნენ. საბედნიეროდ, მისმა მომხრემ, ბააკა ხერხეულიძემ, გიორგი გააფრთხილა, რომ შეთქმულები მის მოკვლას აპირებდნენ. მოურავი იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო და შაჰ აბასისთვის შეეფარებინა თავი. მასთან ერთად იყო მისი ცოლისძმა ნუგზარ არაგვის ერისთავიც. შეთქმულებმა მიზანი რომ ვერ განახორციელეს, გიორგის სამფლობელოს დაერივნენ და ყველაფერი გაანადგურეს.

გიორგი სააკაძე და ნუგზარ ერისთავი შაჰ აბასმა სიხარულით მიიღო. ერისთავი შეწყალებული გამოისტუმრა. გიორგი კი თავისთან დაიტოვა და 1614 წელს კახეთისა და ქართლის ლაშქრობაში იახლა.

სააკაძის მტერი თავადები შაჰთან მისმა სიახლოვემ და ქართლში ჩამოსვლამ შეაშფოთა. ისინი გიორგის შურისძიებას შიშობდნენ. შადიმან ბარათაშვილმა შაჰის სამსახური ლუარსაბის იმერეთიდან გადმოყვანით და შაჰთან მიგვრით განიზრახა და კიდეც აასრულა. უკან დაბრუნებულმა აბასმა ლუარსაბი თან წაიყვანა. თეიმურაზ მეფე კი კვლავ იმერეთში იმყოფებოდა.

ერანში წაყვანილ ლუარსაბ ქართლის მეფეს შაჰმა გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც სასტიკი უარი მიიღო და განრისხებულმა იგი გულაბის ციხეში გამოკეტა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*