გიტარის წარმოშობა და ისტორია

DP89.2.157

ბარბითი

თუ როდის და საიდან იწყება ევროპული გიტარის ისტორია უცნობია. მკვლევარები არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ გიტარა, ისევე, როგორც არფა, შუა საუკუნეების ევროპაში შემოვიდა ახლო აღმოსავლეთიდან, ან იმას, რომ გიტარა ევროპული საკრავია. ერთი ფაქტია, რომ რენესანსის პერიოდში  ეს მუსიკალური ინსტრუმენტი უკვე არსებობდა, მაგრამ ბევრად უფრო ადრე იყო სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც ფორმითაც და დაკვრის მანერითაც ძალიან ჰგავდნენ გიტარას. ერთ–ერთი უძველესი გრძელ–კისერა ბარბითი რომის იმპერიაში და ბიზანტიაში შევიდა ეგვიპტიდან.

55507a67c755c5a5ae3acbb85a6726c7

სიტოლე

შუა საუკუნეებში და რენესანსის პერიოდში მრავალი სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი შემოვიდა, მათ შორის: სიტოლე, სედრა, ვიჰუელა, მანდორე, გიტერნი და რაღა თქმა უნდა ბარბითი. ეს პერიოდი მრავალფეროვანი იყო ხელოვნებითაც და ლიტერატურითაც. რენესანსის დროს თანამედროვე გიტარასთან ყველაზე ახლოს ვიჰუელა იყო. ვიჰუელა გიტარაზე დიდი ინსტრუმენტია და მასაც ექვსი ან შვიდი სიმი ჰქონდა. ვიჰუელა და გიტარა ერთდროულად არსებობდნენ მე–XVII საუკუნემდე, სანამ გიტარის პოპულარობა უფრო არ განმტკიცდა.

_7156719

ვიჰუელა

პირველი გიტარა, რომელსაც თანამედროვე აუდიტორია იცნობს შეიქმნა მე–XV საუკუნეში. იმდროინდელი გიტარა გაცილებით პატარა იყო, ვიდრე მისი თანამედროვე. ხშირად მას დეკორატიული ვარდი ჰქონდა მიმაგრებული. თავდაპირველ გიტარას ოთხი სიმი ჰქონდა.

ოთხსიმიანი გიტარა სარგებლობდა მდიდარი რეპერტუარით მე–XVI საუკუნეში, რომელიც მოიცავდა ცეკვას, ფანტაზიას, სიმღერებს და სხვა. გიტარამ დიდი როლი ითამაშა საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში და მთელ იბერიის ნახევარკუნძულზე. ოთხსიმიან გიტარაზე მუშაობდნენ: ესპანელი კომპოზიტორი ალონსო მუდარა (1510–1580 წწ.); მიგელ დე ფუენლანა (გარდაიცვალა 1568 წელს) და ხუან ვასკესი (დაახლოებით 1510–1560 წწ.). ასევე იტალიელი კომპოზიტორი მელჩიორე დე ბარბერიასი (გამოჩნდა 1549 წელს) და ბარბითისტი ალბერტო და რიპა (1500–1551 წწ.). საფრანგეთში მასზე უკრავდნენ: გილიამე მორლაიე (გამოჩნდა 1550 წელს) და მბეჭდავები – ადრიან ლე როი (1520–1598 წწ.) და პიერ ფალესე (1510–1573 წწ.).

Baroque_guitar_copy_001

ბაროკოს გიტარა

ბაროკოს გიტარა

ბაროკოს გიტარა არის მსგავსი ფორმი, მაგრამ მას ხუთი სიმი ჰქონდა. დაახლოებით 1600 წლიდან მე–XVIII საუკუნის შუა რიცხვებამდე მისი პოპულარობა ჩაანაცვლა ექვს და შვიდ სიმიანმა გიტარებმა. ბაროკოს გიტარა მის წინამორბედზე ზომით ცოტა უფრო დიდი იყო. მისი სიგრძე საშუალოდ 92 სანტიმეტრი იყო, ხოლო სიმების სიგრძე 63–70 სანტიმეტრი.

ბაროკოს გიტარას ჰქონდა სოლოების მდიდარი რეპერტუარი. მე–XVII ერთ–ერთი საუკეთესო კომპოზიტორი და გიტარისტი იყო ფრანჩესკო კორბეტი (1615–1681 წწ.), რომელიც მუშაობდა, როგორც ლუი XIV-ის კარზე, ასევე ჩარლზ II–სთან. ამ პერიოდშივე იყვნენ: ანჯელო მიშელ ბარტოლოტი (გამოჩნდა 1669 წლიდან) და ჯოვანი ბატისტა გრანტა (გარდაიცვალა 1684 წელს). ვოკალური ნაწარმოებების შემსრულებელთა და შემქმნელთა რიცხვიც მრავალრიცხოვანი იყო: ჟულიო კასინი (1545–1618 წწ.); ემილიო დე კავალერი (1550–1602 წწ.); იაკოპო პერი (1561–1633 წწ.); კლაუდიო მონტევერდი (1567–1643 წწ.) და მრავალი სხვა.

ხუთსიმიანი გიტარა წარმოიშვა ესპანეთში, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა იტალიაში, შემდეგ საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში XVII-XVIII საუკუნეებში.

metmuseum.org–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*