გლობალური დათბობა მოიას ქანდაკებებს განადგურებით ემუქრება

გლობალური დათბობა შესაძლოა აღდგომის კუნძულების ცნობილი ქანდაკებების განადგურების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ საუბარია გაეროს მოხსენებაში “ტურიზმი და მსოფლიო მემკვიდრეობა ცვალებადი კლიმატის პირობებში”. დოკუმენტში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლების სიაა, რომელთაც კლიმატის ცვლილების გამო საფრთხე ემუქრებათ.

მეცნიერთა დასკვნით, კლიმატის ცვლილება მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებს მთელ მსოფლიოში უქმნის საფრთხეს. მათ შორის მოიას ქანდაკებებს. ზღვის დონის მატება ნელ–ნელა ანადგურებს პლატფორმას, რომელზეც ისინია განლაგებული და სანაპირო ზოლზე ეროზიის გამო შეიძლება უბრალოდ ზღვაში ჩაცურდნენ.

ამ კუნძულზე 887 ქანდაკებაა, რომლებიც აბორიგენებმა 1250–დან 1500 წლამდე პერიოდში შექმნეს. მათგან ყველაზე ძველები მთელი კუნძულის გარშემო, ცერემონიალურ და დასაკრძალავ პლატფორმებზე მდებარეობენ. მეცნიერების აღიარებით, გლობალური დათბობა ღია ცის ქვეშ მდებარე ბევრ ობიექტს ნაწილობრივი, ანდა სრული განადგურების საფრთხეს უქმნის.

განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტების სიაშია: თავისუფლების ქანდაკება, რომელიც შეიძლება ძლიერ შტორმს ემსხვერპლოს; ვენეციის არხები, რომლებიც ზღვის დონის მატების გამო ისედაც დიდი ხანია ზარალდება; კლიმატის ცვლილება ზემოქმედებს ასევე სტოუნჰენჯზე.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააერთიანებს ძალისხმევას სითბური აირების წინააღმდეგ, რათა შეამციროს ეკოლოგიური ზარალი და გადაარჩინოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. სამიტი დეკემბერშია ჩანიშნული.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*