გონიერი და უნარიანი: როგორი იყო ირმის გამოქვაბულის ადამიანი

ჩინეთის სამხრეთში არსებული უძველესი ადამიანების პოპულაციის ნაშთების შესწავლისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ირმის გამოქვაბულის ადამიანს, სრულ იზოლაციაში შეეძლო ჩვენს დრომდე მოეღწია.

1979 წელს, ლუნლინის გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 11,5–14,3 ათასი წლის წინანდელი ადამიანების ნაშთები. 1980–იან წლებში ახალი ძვლები აღმოაჩინეს გამოქვაბულ მალუდუნში (“წითელი ირმის გამოქვაბული”). მათი კლდის ქანებიდან ამოღება მხოლოდ 30 წლის შემდეგ მოხერხდა. ამის შემდეგ შეადგინეს გადაშენებული პოპულაციის წარმომადგენლის პორტრეტი. ე. წ. ირმის გამოქვაბულის ადამიანს ჰქონდა მრგვალი თავის ქალა, დაბალი წარბების რკალები, მომცრო ბრტყელი სახე, განიერი ცხვირი და წინ მკვეთრად გამოწეული ქვედა ყბა. ის შეიცავს როგორც თანამედროვე, ასევე უძველესი ადამიანის ნიშნებს. ის ამოვარდნილია Homo sapiens-ის ევოლუციური რიგიდან. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი მიეკუთვნებოდა Homo-ს რიგის განცალკევებულ სახეობას. სავარაუდოდ ის წარმოიშვა ავსტრონეზიელების წინაპრების და დენისოველების შეჯვარებით. შემდეგ სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა და ამიტომ საკუთარი გენიც შეიძინა. ზოგიერთი ანთროპოლოგი ამ თეორიას არ იზიარებს, მაგრამ ზუსტი დამადასტურებელი საბუთი არც ერთს არ აქვს.

მუშაობა მრავალი წელია cdd944c20224bbaa17f07ba5b11a526aმიმდინარეობს. ახალი ანფორმაცია გაჩნდა, როცა ცზი სიუეპინმა და დარენ კარნოუმ შეაჯერეს თეძოს ძვლის კვლევის შედეგები. როგორც ჩანს, ძვლები ეკუთვნოდა 50 კილოგრამამდე მასის მოზრდილ ადამიანს. მეტიც, თუ თავის ქალის აგებულებით იგი ახლოს დგას თანამედროვე ადამიანთან, კიდურები ბევრად უფრო პრიმიტიულია და მიეკუთვნება Homo-ს მოდგმის პირველ წარმომადგენლებს: უნარიან ადამიანს (Homo habilis) და უძველეს გამართულად მოსიარულე ადამიანს (Homo erectus). ეს ორი სახეობა მილიონნახევარი წლის წინ ცხოვრობდა.

ამ თეორიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საჭიროა მეტი მასალა შესასწავლად, მიუხედავად ამისა, არსებული მასალების მიხედვით, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ აზიის ნაწილში ცხოვრობდნენ უძველესი და თანამედროვე ადამიანების სახეობები.

ჩინეთის ამ ნაწილის უნიკალურმა კლიმატმა სიცოცხლისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობის არსებობამ ირმის გამოქვაბულის ადამიანს საშუალება მისცა, რომ არ დაეტოვებინა ეს ტერიტორია. ეწეოდა მშვიდობიან და იზოლირებულ ცხოვრებას ასობით ათასი წლის განმავლობაში. ამგვარად, პრაქტიკულად ჩვენს დრომდე (14 ათასი წლის წინ) მოაღწია თანამედროვე ადამიანის ერთ–ერთმა უძველესმა წინაპარმა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*