გრენლანდიაში 56 უცნობი ტბა აღმოაჩინეს

ყველა მათგანი პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის ყინულის საფარქვეშ იყო მიმალული.

ადრე ცნობილი იყო გრენლანდიის ყინულქვეშა 4 ტბის არსებობის შესახებ, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო.

ზოგიერთი წარმოიქმნება გეოთერმული ცხელი წერტილების გახურების შედეგად, ზოგი კი – თბილი წყლების ნაკადებით, რომლებიც ყინულქვეშ სიცარიელეებს ავსებენ. აქამდე უცნობი ტბები რადიოსასიგნალო ზონდირებით აღმოაჩინეს. ეს მონაცემები NASA-ს მიერ IceBridge–ის მისიით 20 წლის განმავლობაშია დაგროვილი. ასევე გამოიყენეს ყინულის ფარის ტოპოგრაფიული რუკების დეტალური შესწავლის მონაცემები.

56–დან 11 ბოლო 10 წელია ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ ეს მუდმივი ტბებია.

IceBridge–ის მონაცემები დიდია, მაგრამ ის გრენლანდიის ყინულის საფარის მცირე პროცენტს მოიცავს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ტბების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.

სპეციალისტები აღმოჩენილი ტბების დეტალურ შესწავლას იწყებენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*