დაეცა თუ არა ნიუტონს თავზე ვაშლი?

არსებობს ლეგენდა, რომ ახალგაზრდა ისააკ ნიუტონი იჯდა ვაშლის ხის ქვეშ, რა დროსაც მწიფე ვაშლი ცამოვარდა და მას თავზე დაეცა. შედეგად, ნიუტონმა დაამტკიცა დედამიწის მიზიდულობა. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

GodfreyKneller-IsaacNewton-1689

ისააკ ნიუტონი

ნიუტონი დაიბადა 1642 წელს ვულსთორპში, გრანთემთან ახლოს ფერმერის ოჯახში. 12 წლის ნიუტონმა სწავლა დაიწყო გრანთემის სკოლაში. 1661 წელს ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსიტეტში, რომელიც 1665 წელს დაამთავრა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 1667 წელს ნიუტონი კვლავ დაბრუნდა კემბრიჯში და ერთ–ერთ ბაღში შეესწრო ვაშლის ხიდან ნაყოფის ვარდნას. არ არსებობს რეალური მტკიცებულება იმისა, რომ მართლა დაეცა თუ არა ვაშლი თავში, მაგრამ ამ ფაქტმა გაუჩინა მას შეკითხვა, თუ რატომ დაეცა ვაშლი პირდაპირ მიწაზე და არა ცაში ავიდა. სწორედ ეს დაეხმარა მას დედამიწის მიზიდულობის დასამტკიცებლად.

1687 წელს ნიუტონმა გამოაქვეყნა გრანდიოზული შრომა “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები”, სადაც წერია, რომ სამყაროში ყველა სხეულს გააჩნია მიზიდულობის ძალა. მან ჩამოაყალიბა გრავიტაციის სამი ძირითადი კანონი, რომელიც თავის შრომაშია გამოქვეყნებული: პირველი კანონი – “ყოველი სხეული ცდილობს შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობა, ვიდრე და რამდენადაც იგი იძულებული არ გახდება მოდებული ძალების გავლენით შეიცვალოს ეს მდგომარეობა”. მეორე კანონი – “მოძრაობის რაოდენობის ცვლილება პირდაპირპროპორციულია მოდებული მამოძრავებელი ძალისა და მიმართულია ამ ძალის მოქმედების წრფის გასწვრივ”. მესამე კანონი – “ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკიქმედება; სხვანაირად: ორი სხეულის ურთიერთქმედება ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ”.

1726 წელს უილიამ სტაკლეიმ ნიუტონი აქცია საერთაშორისო ვაშლის ანეკდოტად. მან გამოსცა ბიოგრაფიული წიგნი “ისააკ ნიუტონის ცხოვრება”, რომელიც გამოქვეყნდა 1752 წელს.

დიდი ფიზიკოსი და მათემატიკოსი გარდაიცვალა 1727 წელს და დაკრძალულია ვესტმინსტერის სააბატოში. მისი ცნობილი ვაშლის ხე იზრდება მშობლიურ ქალაქ ვულსთორპში.

history.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*