დაიწყო ენისეიში ჩაძირული ინგლისური გემის შესწავლა

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კრასნოიარსკის განყოფილებამ მოაწყო ჩრდილოეთის რეგიონის ექსპედიცია, ენისეის აკვატორიის შესასწავლად. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა.

2016 წელს ექსპედიციამ აღმოაჩინა პოლარული თბომავალი “ტემზა”, რომელიც 1847 წელს ინგლისში ააგეს. ამ გემით, ჩრდილოეთის საზღვაო გზის ერთ–ერთი პირველი მკვლევარი, ჯოზეფ ვიგინსი მოგზაურობდა. მან რამდენჯერმე სცადა კარსის ზღვაში გასვლა და ბოლოს, 1876 წელს მან ეს შეძლო. თუმცა, ერთი წლის შემდეგ გემი მეჩეჩზე დაჯდა დღევანდელი იგარკის რაიონში.

ადგილობრივი ვაჭრის მიერ ნაჩუქარი გრაფიტის დახმარებით “ტემზა” თითქოს დაიძრა, მაგრამ ამანაც არ უშველა – ამ დროისთვის გემი ფსკერს მიეყინა. ვიგინსი იძულებული გახდა გემი ენისეელი გემთმფლობელებისთვის მიეყიდა, ეკიპაჟი კი ხმელეთით ინგლისში გაეშვა. გაზაფხულზე, წყალუხვობის დროს, “ტემზა” ჩაიძირა.

მიუხედავად აღმოჩენისა, გემის ამოღება სპეციალისტებმა ვერ შეძლეს მისი ცუდი მდგომარეობის გამო. მაგრამ გემის შესწავლა შესაძლებელია ჰიდროაკუსტიკური მოწყობილობის და სხვა ტექნიკის საშუალებით.

სექტემბერში მოეწყო პირველი ექსპედიცია და ახლა უკვე არის პირველი შედეგები: გაშიფრულია ჰიდროლოკატორის ფოტოები, რომლებზეც “ტემზაა” აღბეჭდილი. შედეგებს კიდევ სჭირდება დამუშავება საბოლოო შედეგებისთვის.

ექსპედიციის მონაწილეებმა გაშიფრეს გემის გვერდითი ხილვის სურათები. ეს არის 1847 წელს ინგლისში აგებული ლეგენდარული ხომალდი, რომელიც 1878 წელს ენისეიში ჩაიძირა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*