დამაჰიპნოზებელი ქაოსი: “იუნონამ” იუპიტერის ახალი ფოტო გადაიღო

ასეთი ეს პლანეტა ჯერ არ გვინახავს.

კოსმოსური აპარატი “იუნონა” თავისი მისიის ფარგლებში 26-ჯერ მიუახლოვდა იუპიტერს ცენტრიდან ყველაზე ახლო მანძილზე და 4200 მეტრის სიმაღლიდან ახალი ფოტო გადაიღო.

გადაღებისთვის გამოყენებულ იქნა ინსტრუმენტი JunoCam: მას შეუძლია იუპიტერის ტურბულენტური და ჩახვეული ღრუბლების შესანიშნავი დეტალების დაფიქსირება. ფოტოზე ჩანს უბანი პლანეტის ჩრდილოეთით, სადაც ძლიერი შტორმები ბობოქრობენ, მათი ზემოქმედების შედეგად, ღრუბლები დახლართულ ფორმას ღებულობენ. მათზე, ასევე მოქმედებენ იუპიტერის მუდმივი ქარები. ასეთი უბნები პლანეტის, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნაწილებში გვხვდება. აქ ხშირად არის პოლარული ატმოსფერული ქარიშხლები და ისინი ფართო ქაოტურ უბნებს წარმოადგენენ.

ამ ციკლონებისთვის დამახასიათებელ ბრუნვაზე დაკვირვება მხოლოდ ზოგიერთი ქვესტრუქტურით არის შესაძლებელი. ეს ქარიშხლები მხოლოდ ნაწილობრივ არიან ჩაკეტილები და მოსაზღვრე ნაკადებში ვიწრო ტურბულენტურ ნაკადებს ტყორცნიან.

“ვოიაჯერის”, “კასინის” და ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ გადაღებული ფოტოებიდან ცნობილი იყო ასეთი რეგიონების არსებობის შესახებ. მაგრამ “იუნონამ” ღრუბლების ყველაზე მკაფიო და დეტალური ფოტოები გადაიღო. ეს მეცნიერებს მათი სტრუქტურის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. მათ გაარკვიეს, რომ შტორმები იუპიტერის მწვერვალებიდან დაბლა 3000 კილომეტრზე ვრცელდება.

“იუნონას” მისია დასასრულს უახლოვდება. თუ იგი არ გაგრძელდა, მაშინ 2021 წლის 30 ივლისს “იუნონა” იუპიტერთან თავის ბოლო მიახლოებას განახორციელებს და შემდეგ ის პლანეტის ღრუბლებში გააკეთებს ნახტომს და განაგრძობს მონაცემების გამოგზავნას დედამიწაზე მანამდე, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*