დანაკილის დეპრესია: ყველაზე უცნაური ადგილი დედამიწაზე

დანაკილის დეპრესია მდებარეობს ეთიოპიისა და ერითრეას საზღვარზე: ეს არის ძალიან უჩვეულო ადგილი, რომელიც სავსეა კითხვებით, ხოლო მეცნიერებს ამ კითხვებზე პასუხები ჯერ–ჯერობით არ აქვთ.

დანაკილის დეპრესია (Danakil Depression) მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დაბლა მდებარეობს ზღვის დონიდან. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 125 მეტრით დაბლა. აფრიკის კონტინენტზე მასზე დაბლა ზღვის დონიდან მხოლოდ ასალის ტბა (–153 მეტრი) და კატარას დეპრესიაა (–133 მეტრი). აქ ტემპერატურაც რეკორდულად მაღალია: ზამთარში დილით ჰაერის ტემპერატურა +37°С–ს აღწევს, ხოლო ზაფხულში +40°С–ზე დაბლა არ ჩამოდის.

დანაკილის დეპრესია ჰომინიდების სამშობლოდ ითვლება: 1974 წელს ამერიკელმა პალეონტოლოგმა დონალდ იოჰანსონმა და მისმა კოლეგებმა აქ აღმოაჩინეს ავსტრალოპითეკი სახელად ლუსი. მისი ასაკი სავარაუდოდ 3,2 მილიონი წელია.

დეპრესიის ტერიტორიაზე მდებარეობს მიძინებული ვულკანი აიელუ (2 145 მ.), ასევე მიძინებული ვულკანი დალოლი (48 მ.), რომელიც შეიცავს რიგ გოგრდოვან წყლებს  და მოქმედი ვულკანი ერტა ალე (613 მ.). აქ ასევე მოედინება მდინარე ავაში, რომლის შესართავთან მშრალი წლის განმავლობაში წარმოიქმნება მარილიანი ტბების ჯაჭვი. ამას იწვევს დეპრესიის უცნაური ლანდშაფტი.

დღეს–დღეობით ეს ტერიტორია არასაკმარისადაა შესწავლილი. აპრილის დასაწყისში აქ ესპანელ ასტრობიოლოგთა ჯგუფი ჩამოვიდა ფელიპე გომესის ხელმძღვანელობით. ექსპედიცია მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდა და სამომავლოდ კვლავ იგეგმება. ჟურნალ EuroPlanet–თან ინტერვიუში ფელიპე ლუისმა განაცხადა, რომ წყალი მის ზედაპირზე საკმაოდ უნიკალური შემადგენლობისაა. იგი გაჯერებულია არაორგანული ნაერთებით.

მიკროორგანიზმები დუღილის ტემპერატურაზე +40 ºC–+90 ºC–ზე ცხოვრობენ. სითხეები გაჯერებულია მჟავებით, მარილებით და სპილენძისა და გოგირდის სხვადასხვა კომბინაციებით. ასეთ ექსტრემალურ პირობებში სიცოცხლის წარმოშობა ძალიან უცნაური მოვლენაა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*