დანიაში გათხრების დროს მსოფლიოში უძველესი რუკა აღმოაჩინეს

ადამიანებმა, რომლებიც ხუთი ათასი წლის წინ დანიაში სახლობდნენ, ქვაზე შეადგინეს რუკა. ის მსოფლიოს ისტორიაში უძველესია. მზის თაყვანისცემის საიდუმლო რიტუალის დროს რუკა დანაწევრებული იყო სამ ნაწილად. ერთ–ერთი მათგანი დღემდე არ არის ნაპოვნი.

არქეოლოგები ათი წლის განმავლობაში დანიის კუნძულ ბორნხოლმზე პოულობდნენ უცნაურ ქვებს ამოკაწრული ნიშნებით. ისინი წარმოადგენდნენ სხვადასხვა მიმართულების გაფანტულ სხივებს – ბავშვების მიერ დახატული მზის მაგვარს. ისტორიკოსები თვლიან, რომ ამ ქვებს, დიდი ხნის წინ მივიწყებული რელიგიის მიმდევარი მზისთაყვანისმცემლები რიტუალებში იყენებდნენ.

ერთ–ერთი ქვა უფრო მეტად იყო დაკაწრული რთული ხაზებით. ყურადღებით დაკვირვების შემდეგ, მეცნიერებმა რუკა ამოიკითხეს – შესაძლოა მსოფლიოში უძველესი. მისი ასაკი არანაკლებ 5000 წელია.

ქვა სამ ნაწილად იყო გაპობილი. ერთი მათგანი ჯერ ვერ იპოვეს. რუკის პატარა ნაწილებზე, რომელთა ზომა 5 სმ–ს არ აღემატება, შევსებულია რამდენიმე მინდორი. ნახატის ზოგიერთი ელემენტი მცენარეების სიმბოლურ გამოსახულებებს გამოსახავს, სხვები – აბსტრაქტულ ნახატებს ან ზღუდეებს და ღობეებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*